აბაშიძე: რუსეთში ჩვენი ღვინისა და ბორჯომის აკრძალვა დუმის ერთი კომიტეტის აზრია
ფოტო: ტაბულა
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართული ღვინისა და ბორჯომის რუსეთში ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ინიციატივა, მხოლოდ ამ კომიტეტის წევრების აზრს გამოხატავს და ამიტომ მას საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს:
"რაიმე ახალ რეალობასთან, ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს. ეს ჯერ კიდევ 2014 წელს მოხდა. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო, რა თქმა უნდა, ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება".
Lenta.ru-ს ინფორმაციით, აღნიშნული კომიტეტი წარადგენს ინიციატივას, რომლის თანახმადაც დაგმობს საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყნის (ჩერნოგორიის, ალბანეთის, ლიხტენშტეინისა, ნორვეგიის) მიერ ევროკავშირის ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პოლიტიკისთვის შეერთებას. გარდა ამისა, კომიტეტი ხელისუფლებას რეკომენდაციასაც მისცემს, რომ ამ უკანასკნელმა აღნიშნული ქვეყნების მიმართ საპასუხო ნაბიჯებიც გადადგას.
კომიტეტის წევრის, იან ზელინკსის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით საქართველომ რუსეთში ღვინისა და ბორჯომის ექსპორტის საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენა:
"მათი ღვინისა და მინერალური წყლის გარეშეც გავძლებთ. ჩვენი წყაროებიც ბევრი გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ყირიმის განვითარება, ღვინისა და ტურიზმის მიმართულებით. საქართველოსგან განსხვავებით, კარგი ღვინის, ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე".
20 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2017 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდეს, კიდევ 6 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.
2006-2007 წლებში რუსეთმა საქართველოს ღვინის, მინერალური წყლისა და ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი აკრძალა. 2013 წლის მაისში მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობა აღადგინეს, მოლაპარაკება ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის აღდგენასაც შეეხებოდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები