არიანა გრანდე: ხშირად, პრობლემურ კაცებთან დაშორებაში, ქალებს ადანაშაულებენ
ფოტო: Courtesy Photo
ამერიკელი მომღერალი, არიანა გრანდე, რამდენიმე კვირის წინ დაშორდა ამერიკელ რეპერს, მაკ მილერს. დაშორების შემდეგ, გრანდემ მას უახლოესი მეგობარი უწოდა და საუკეთესო სურვილები გაუგზავნა.
ასევე ცნობილია, რომ მილერს სამართალდამცავებთან პრობლემები ჰქონდა, ავარიის გამო, ხოლო არიანა დაშორების შემდეგ, SNL-ის კომიკოსსა და მსახიობს, პიტ დევიდსონს ხვდება.
ამ ამბების შემდეგ, ტვიტერის ერთმა მომხმარებელმა არიანას უსაყვედურა, რომ მილერი "სხვა კაცის გამო მიატოვა, იმის მიუხედავად, რომ მილერმა მას მთელი ალბომი მიუძღვნა".
ტვიტი ვირუსული გახდა და გრანდეს ყურადღებაც მიიპყრო, რასაც მომღერალმა შემდეგნაირად უპასუხა:
"ძალიან აბსურდულია, ქალების მიერ საკუთარი თავის პატივისცემასა და თვითშეგნებას ასეთ მინიმალურ დონემდე დაყვანა, იმის თქმით, რომ მომწამვლელი ურთიერთობა უნდა გამეგრძელებინა ადამიანთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მან მთელი ალბომი ჩემზე დაწერა. (თუმცა ეს სწორი არცაა, რადგან მისი ალბომიდან, მხოლოდ ერთი სიმღერა, Cindrella არის ჩემს შესახებ).
მე არავის ძიძა ან დედა ვარ და არცერთი ქალი არ უნდა გრძნობდეს ამ როლების მორგების ვალდებულებას. მე მასზე ვზრუნავდი და მხარს ვუჭერდი, როდესაც მას სიფხიზლის შენარჩუნებაში პრობლემები ჰქონდა. წლების განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ბალანსი ეპოვა და ასეც გავაგრძელებ.
თუმცა, ქალების დადანაშაულება და მათი შერცხვენა, იმის გამო, რომ რეალურად კაცები ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, დიდი პრობლემაა. მოდით, შევწყვიტოთ ეს დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობდი, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ძალიან რთული იყო. კვლავ ვიმედოვნებ, რომ ის საკუთარ სიტუაციაში გარკვევას შეძლებს. ასე მოიქცეოდა ჩემს მდგომარეობაში მყოფი ყველა ქალი".
ტვიტის ავტორმა, მოგვიანებით No Tears Lef To Cry-ის მომღერალს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ იმ პრობლემების შესახებ, რაც გრანდესა და მილერის ურთიერთობაში იყო, არაფერი იცოდა. გრანდემ უპასუხა, რომ ბოდიში მიღებულია და გაგებისთვის მადლობა გადაუხადა.
ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ მათი საქმეა და კრიტიკოსები, ინფორმაციის არქონის გამო, ხშირად უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები