რა მოხდება, თუ მთვარე უბრალოდ გაქრება?
ფოტო: NASA
შეიძლება გააზრებული არ გვაქვს, თუმცა მთვარე უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი ციური სხეული ცაში, ან ნათურა, რომელიც ღამით გზას გვინათებს. მთვარე დიდ გავლენას ახდენს ოკეანურ დინებებსა და მიქცევა-მოქცევაზე, კლიმატზე, დედამიწის ატმოსფეროს მოძრაობასა და დედამიწის ღერძზეც კი.
რა დაემართება დედამიწას, მთვარე რომ უცბად გაქრეს? გადარჩება კაცობრიობა? სამწუხაროდ, ვერა.
მსგავსი სცენარის წარმოდგენის შემთხვევაში პირველივე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ღამე წყვდიადით მოცული იქნება. სავარაუდო სიბნელე უფრო ნაკლებად საგრძნობი იქნება ისეთ ადგილებში, სადაც ხელოვნურ განათებასთან გვაქვს წვდომა.
მთვარის გაქრობა ცხოველებსაც დააბნევს. ცხოველთა უმეტესობა (მათ შორის ჩვენც) გარესამყაროსთან ურთიერთობისათვის მთავარ შუამავლად მხედველობას იყენებს. მთვარე კი, როგორც სინათლის წყარო, მნიშვნელოვნად გვეხმარება ღამით ორიენტირებაში. მტაცებელი ცხოველები უმეტესწილად სიბნელისა და სინათლის კონკრეტულ თანაფარდობაზე არიან დამოკიდებულნი. საკმარისად უნდა ბნელოდეს, რომ მტაცებელი დაუნახავად მიეპაროს მსხვერპლს და არც იმდენი სინათლე უნდა იყოს, რომ მსხვერპლმა საფრთხე იგრძნოს. მთვარის გაქრობის შემთხვევაშო მტაცებლებს ნადირობა გაუჭირდებათ, ახალ პირობებთან ადაპტირების გარეშე კი გადაშენდებიან.
შეიცვლება მიქცევა-მოქცევის პროცესიც. იმის გამო, რომ მთვარე ასე ახლოსაა დედამიწასთან, მისი გრავიტაციული ველი დიდ გავლენას ახდენს ოკეანესა და წყლის დონეზე. ნასას მკვლევარ მეტ სიგლერის შეფასებით, მთვარის გარეშე სანაპიროთა მიქცევა-მოქცევის ტემპი მნიშვნელოვნად, დაახლოებით 2/3-ით შემცირდება, თუმცა, არ შეწყდება. ოკეანის მიქცევა-მოქცევაზე გავლენა მზის გრავიტაციულ ველსაც აქვს, თუმცა მთვარე ამ პროცესში უფრო დიდ როლს თამაშობს. ამხელა ცვლილებამ შეიძლება მთლიანად გაანადგუროს სანაპირო ზოლის ეკოსისტემები.
ოკეანის მიქცევა-მოქცევა ოკეანურ დინებებს განსაზღვრავს, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ კლიმატს დედამიწაზე. კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეკ ბერნზის შეფასებით, მთვარის გაქრობის შემთხვევაში ადგილობრივი ტემპერატურა გაცილებით უფრო ექსტრემალური გახდება. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი ახალი გამყინვარების პერიოდებიც იქნება მოსალოდნელი.
პლანეტათა თანამგზავრები დიდ გავლენას ახდენენ პლანეტის კლიმატზე. სწორედ ამიტომ, ციურ სხეულზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის გამოკვლევისას მეცნიერები პირველ რიგში თანამგზავრს უყურებენ. თანამგზავრი საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ პლანეტაზე სიცოცხლისათვის აუცილებელი სტაბილური კლიმატური პირობები შეიქმნას.
მთვარის გაქრობა გრძელვადიან პერიოდში ტემპერატურულ ცვლილებებთან ერთად, დედამიწის ღერძის უცილობელ ცვლილებასაც გამოიწვევს. პროფესორ ბერნზს საილუსტრაციოდ მარსი მოჰყავს. მარსზე კრიტიკული ტემპერატურა ფიქსირდება იმის გამო, რომ მას არ ჰყავს მისი კლიმატური პირობების მოსაწესრიგებისათვის საჭირო ზომის თანამგზავრი.
პროფესორი სიგლერი აღნიშნავს, რომ მთვარემ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, მაგალითად, ჩვენი პლანეტის წარმოშობის ან დინოზავრების გადაშენების ამბავი. მთვარის გარეშე ძალიან ბევრი რამ ჩვენთვის დღემდე უცნობი იქნებოდა.
საბედნიეროდ, უახლოეს მომავალში მთვარის გაქრობის არ უნდა გვეშინოდეს. თანამგზავრი კვლავაც ჩვენთან ერთად იმგზავრებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები