შეცვლიან თუ არა მეტროს მემანქანეებს რკინიგზის თანამშრომლები - სატრანსპორტო კომპანიის პასუხი
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით, გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით.
რკინიგზელთა პროფკავშირის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით დაუგეგმავ შვებულებას იყენებს და მეტროს მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის 7 საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანე.
"ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მემანქანე საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრი არ არის და მეტიც, ისინი წარმოადგენენ რკინიგზაში მოქმედ, მეორე, ადმინისტრაციის მიერ მართულ - ყვითელ პროფკავშირს", - ნათქვამია რკინიგზის პროფკავშირების განცხადებაში.
რკინიგზელთა პროფკავშირები მოუწოდებს მის წევრ მემანქანეებს და რკინიგზაში დასაქმებულ სხვა მუშაკებს, არ გახდნენ მშრომელთა ბრძოლის წინააღმდეგ იარაღი.
"თუ დაფიქსირდება ჩვენი წევრი, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა გამოყენება მეტროს მემანქანეების სამართლიანი ბრძოლის წინააღმდეგ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განიხილავს რკინიგზელების მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის მიზნით გაფიცვის დაწყების შესაძლებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობა 2013-ის თავმჯდომარის რატი კაპანაძის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, ხდება თუ არა მემანქანეების მობილიზება მათი გაფიცვით გამოწვეული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. თუმცა განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მათ პროტესტს ვერ შეაჩერებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს რკინიგზელთა პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ლელა სეთურიძის თქმით, კომპანიასა და რკინიგზას შორის არანაირი მოლაპარაკება მემანქანეების გადამზადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
ლელა სეთურიძემ დამატებით განგვიმარტა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში ფუნქციონირებს ტექნიკური სკოლა,რომელიც ამზადებს მემანქანეებს. ამ სკოლაში ყოველთვიურად იღებენ მეტროს მემანქანეობის მსურველ პირებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას გადიან. პირები, რომლებიც ტექნიკურ სკოლას ამთავრებენ ან საქმდებიან ან ე.წ. რეზერვის ჯგუფში ეწერებიან.
ერთობა 2013-ის თავმჯდომარის რატი კაპანაძის განმარტებით, თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, პრაქტიკული ნაწილი ტექნიკური სკოლის მონაწილეებმა მათი დახმარებით უნდა გაიარონ, რაზეც უარს აცხადებენ.
"ჩვენ მათ პრაქტიკულ გადამზადებაზე უარს ვამბობთ, ისინი პრაქტიკულ კურსს ვერ გაივლიან", - განუმარტა On.ge-ს რატი კაპანაძემ.
რატი კაპანაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანია კიდევ ერთხელ ცდება და სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს.
მემანქანეთა გაფიცვა
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება "სამუშაო საათების განმავლობაში"
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები