კაპანაძე: რუსეთი მეგობრული რეჟიმებით საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფას აგრძელებს
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
პარტია ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ On.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, საგარეო უწყების მინისტრი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.
სერგი კაპანაძის თქმით, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით, რუსეთი აგრძელებს, თავისთვის მეგობრული რეჟიმების მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
"სირიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ მიდგომა რუსეთის მიმართ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან, კონტრპროდუქტიულია. ამით ხდება ჩვენი მეგობრების მოდუნება. ეს ემსახურება ილუზიის შექმნას, რომ რაღაც გვარდება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატის თქმით, ყველაზე ცუდ დროსაც კი, როცა ასადის ფიზიკური გადარჩენა დამოკიდებული იყო რუსეთზე, სირიას არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მუშაობის დამსახურება იყო.
"ამას უნდა მოჰყვეს ავტომატურად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სირიასთან და ეს არის შემთხვევა, როცა უნდა მოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში და კომიტეტის სხდომის ფორმატში პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, თუ რა ხდება არაღიარების კუთხით პოლიტიკაში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სირიამ რუსეთისგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში წერია, რომ აღიარების მიზეზი სირიის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აგრესიაა. უწყების განცხადებით, აღიარება დიპლომატიური ურთიერთობების, საელჩოების დონეზე დამყარდება.
აღიარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებიც.
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა უკვე აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუალამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები