ადამიანის უფლებათა ცენტრი: შშმ პატიმრებს არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მომსახურება
სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი შშმ პატიმრებისთვის არ იყენებს ისეთ რეანიმობილს, რაც მათ ფიზიკურ ტკივილს არ მიაყენებს
ფოტო: Shutterstock
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ არსებობს შემთხვევები, როცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაუსაბუთებლად აფერხებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და არ აწვდის მათ ეტლებს გადასაადგილებლად:
„არის შემთხვევები, როცა შშმ პატიმრებს არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მომსახურება, მათი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათ წარმოებაში აქვთ არაერთი საქმე, რომელშიც ასახულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრები სამედიცინო მომსახურებას დროულად ვერ იღებენ:
„ზოგიერთ შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურების/საჭიროების მიღებაზე საერთოდ უარს იღებენ, ასევე შეფერხებულია სამედიცინო დაწესებულებაში მათი ტრანსპორტირება. ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით მკვეთრად გამოხატული შშმ პატიმართა საქმეებში იკვეთება“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 17 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლაშა მ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობისას მიყენებული დაზიანებების გამო, წლებია, ეტლს არის მიჯაჭვული და არ შეუძლია გადაადგილება:
„მსჯავრდებულს ხერხემალზე ესაჭიროება განმეორებითი მძიმე ოპერაცია, ასევე - სხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები.
8 ივლისს მსჯავრდებულის გეგმიური გაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა განხორციელებულიყო რეანიმობილით, რომელიც მას არ მიაყენებდა ფიზიკურ ტკივილს. პატიმარი ეტლით მოსარგებლეა და ხერხემლის ტკივილები აწუხებს.
N17 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულის ტრანსპორტირება გადაწყდა შეუსაბამო ტრანსპორტით, რაზეც პატიმარი იძულებული გახდა უარი განეცხადებინა“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მსჯავრდებულისთვის არ იყენებს რეანიმობილს, რაც მას ფიზიკურ ტკივილს არ მიაყენებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მსჯავრდებულისთვის არ იყენებს რეანიმობილს, რაც მას ფიზიკურ ტკივილს არ მიაყენებს.
"პატიმარს უფლება აქვს, მიიღოს კვალიფიციური, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რაც არა მარტო სამედიცინო ხასიათის კონსულტაციას მოიცავს, არამედ სათანადო მკურნალობას, რაც მიმართული იქნება ადამიანის გამოჯანმრთელებისკენ და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისაკენ.
სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანზე, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ არიან" - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები