მეცნიერებმა დაადგინეს, ზუსტად რამდენი ვარჯიში გვჭირდება ჯანმრთელობისათვის
ფოტო: Time
ერთი კარგი ამბავი გვაქვს და ერთიც - ცუდი.
კარგი ამბავი ასეთია: თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი გულის დაბერების პროცესის შენელებაზე და გაზარდოთ იმის შანსი, რომ იცხოვროთ დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად. ცუდი ამბავია, რომ ამისათვის მართლა უნდა ივარჯიშოთ და არა "ორშაბათიდან".
ფიზიოლოგიის ჟურნალში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, ზუსტად რამდენჯერ უნდა ვივარჯიშოთ იმისათვის, რომ არტერიების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ინფარქტის რისკი შევამციროთ. იმ ადამიანების საშუალო ასაკი, რომელთაც გულის შეტევა ემართებათ, 65 წელია, თუმცა ადამიანების მცირე ნაწილს 45 წლამდეც ემართებათ გულის შეტევა. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ საფრთხეების მართვა შესაძლებელია.
ადამიანებს განსხვავებული ზომის არტერიები გვაქვს, ეს ფაქტორი კვლევაშიც გათვალისწინებულია და გვიჩვენებს, რომ უფრო მცირე ზომის არტერიების მქონე ადამიანებს კვირის განმავლობაში უფრო ცოტა ვარჯიში სჭირდებათ "ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად". საშუალო ზომის არტერიების მქონე ადამიანებისათვის კვირაში 2-3 ნახევარსაათიანი ვარჯიში საკმარისია არტერიული ელასტიურობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, დიდი ზომის არტერიების მქონე ადამიანებმა ამავე მიზნის მისაღწევად კვირაში 4 ან 5 დღეც კი უნდა ივარჯიშონ.
ერთ-ერთი მკვლევარის აზრით, მომავალში შესაძლებელი იქნება ვარჯიშის კონკრეტული რეჟიმის განსაზღვრა, რომელიც რიგ შემთხვევაში გულს შეუნარჩუნებს ახალგაზრდობას, რიგ შემთხვევაში კი - დაბერებულ გულსა და არტერიებსაც კი "გააახალგაზრდავებს".
კვლევის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს მაცხოვრებელთათვის, სადაც ჭარბწონიანობა და მის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები ეპიდემიურ მასშტაბებს აღწევს. წელიწადის განმავლობაში აშშ-ში 610 000 ადამიანი კვდება გულის პრობლემების გამო, ეს წელიწადის განმავლობაში აშშ-ში მომხდარი სიკვდილების ჯამური რაოდენობის 25%-ია. ყოველ წელს 735 000 ამერიკელს მოსდის გულის შეტევა, ამ შემთხვევათა 28%-ში ეს დაზარალებულისათვის რიგით მეორე გულის შეტევაა.
მეცნიერებმა კვლევის განმავლობაში 60 წელს გადაცილებული პერიოდულად მოვარჯიშე 102 ადამიანის არტერიათა ელასტიურობა შეამოწმეს. ამის შემდეგ ისინი ვარჯიშის სიხშირის მიხედვით ოთხ ჯგუფში გადაანაწილეს და იპოვეს დამოკიდებულება ვარჯიშის სიხშირესა და არტერიულ ელასტიურობას შორის.
კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივ ვარჯიშს შეუძლია გულის დაბერებით გამოწვეული ზიანის შემცირება. მომავალში მეცნიერები აპირებენ იმის შემოწმებას, თუ რამდენად შესაძლებელია ვარჯიშით სისხლის მიმოქცევის მთლიანი სისტემის დაბერების შენელება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები