ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ, რომ ამ ტრაგედიით ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით, დღევანდელმა განაჩენმა დატოვა კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სასამართლო აგრძელებს მსჯელობას, მაგრამ პარლამენტმა ბერკეტი, საგამოძიებო კომისიის სახით, აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
"ეს საქმე გამორჩეულია იმით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სუბიექტური ინტერესი სისხლის სამართლის საქმეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ ტრაგედიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის შედარება გირგვლიანის საქმესთან მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"გირგვლიანის საქმე იყო ხელისუფლების დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან, რომელიც უნდა გამოიძიონ. ჩვენი მთავარი ინტერესი არის ის, რომ აღსრულდეს სამართალი და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, ევროპულმა საქართველომ, როგორც ინიციატივის ავტორმა, რიტორიკა შეიცვალა.
"ამ ყველაფერს წინ უძღოდა ნიკა გვარამიას მოწოდება რადიკალიზმისკენ. მან უნდობლობა გამოუცხადა ჯერ არშექმნილ კომისიას, ამას მოჰყვა ევროპული საქართველოს განცხადებები, რომელთა თქმით, გაუგებარია რისთვის იქმნება კომისია", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, დღეს ოპოზიცია ნდობას უცხადებს მოსამართლეს და უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას, როცა სხვა შემთხვევებში პირიქით იყო. კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ გამოკვეთილია პოლიტიკური ინტერესი. ამ პროცესის უკან თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობას მოიაზრებს.
"აშკარად ჩანს, ვინ არის ამ პროცესის ლიდერი, ერთ-ერთი არის ნიკა გვარამია. გვარამია პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს აჯანყებისკენ. ეს არის ნიკა გვარამიას, ანუ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ნიკა გვარამია არის ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას, ეს არის უბინძურესი ადამიანი და უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერენ ამ ტრაგედიაზე.
"არ დავუშვებთ, რომ ამ ტრაგედიით ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. საგამოძიებო კომისიის ერთადერთი ინტერესი არის, გაირკვეს თითოეული დეტალი, თუ რა და როგორ მოხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
პროკურორმა, მარიამ გოგოხიამ განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამ წუთებში, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურასთან აქცია მართავს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ის მთავარი პროკურორის გადადგომასა და შვილის მკვლელის დაჭერას მოითხოვს.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში საერთაშორისო ექსპერტებსა და ექსპერტიზას რთავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები