IDFI: ზურაბ გეგუჩაძე არის ე.წ. ოდეერი განათლების სამინისტროში
ფოტო: On.ge
IDFI-ს მიაჩნია, რომ რადგან საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისათვის თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, 2015 წელს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომლის თანამდებობასაც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული, ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგი გართულდა. ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, იმის გავითვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შეიძლება მიენიჭოს გრიფი საიდუმლო.
IDFI აღნიშნავს, მიხუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ იმ უწყებათა სია(სულ 25), სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ე.წ. ოდეერები განსაზღვრულია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პრაქტიკაში შესაძლებელია მრავლად არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. „ოდეერები“ საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ მითითებული ნუსხა.
ორგანიზაცია ასევე ავრცელებს თავისი მოკვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ გეგუჩაძე ე.წ. ოდეერია.
გეგუჩაძე 2015 წელს "სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში“ სამმართველოს უფროსი იყო, ასევე სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობასაც იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ IDFI-ის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ზურაბ გეგუჩაძე წარმოადგენდა ე.წ. ოდეერს, რომელიც კვლევის პერიოდისათვის დასაქმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე:
"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იღებდა გარკვეულ შრომის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტი არ არის დაფიქსირებული და მის სამუშაო ადგილად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი), ოფიცრები უშიშროების საკითხებში(მთავარი სამმართველო)-მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სწორედ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის გზით შეძლო IDFI-მ გამოევლინა ე.წ. „ოდეერების“ არსებობა 2014 წელსაც ისეთ უწყებებში, როგორებიცაა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში, აგრეთვე, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ განვლილი წლების განმავლობაშიც მაღალი თანამდებობის მქონე ე.წ. „ოდეერების“ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხშირ შემთხვევაში პროაქტიულად არ იყო ხელმისაწვდომი და მათი მოძიება IDFI-იმ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად შეძლო.
IDFI ამბობს, რომ კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შემდეგ სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტისა და სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მოძიება სავარაუდოთ შეუძლებელი იქნება, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, ისე მათი მოთხოვნის შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც ანგარიშვალდებულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი:
"ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები, იძლევიან საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. ოდეერები. აღნიშნული აუცილებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და ოდეერის ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები