ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას მოითხოვს
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება ისევ ცდილობს მის მოტყუება, რასაც არ დაუშვებს.
ზაზა სარალიძის თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
"გამოვიდეს გიორგი კვირიკაშვილი და განაცხადოს, რომ გადადგა. სანამ პირში სული მიდგას აქედან ფეხს არ მოვიცვი. დაე იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი რათა მომავალი თაობა არ განადგურდეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს.
"აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს - არა პარტიულობას. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის. გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ. ძალიან გთხოვთ. ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა,“- მიმართა ზაზა სარალიძემ შეკრებილებს.
მისი თქმით, მას და ყველა შვილმოკლულ მშობლებს დღეს კიდევ ერთხელ შეაფურთხეს სულში, რადგან სისტემის მფარველებმა მასთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოუგზავნეს.
"თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ, როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს. არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ,რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს...მოვითხოვ კვირიკაშვილი გამოვიდეს და დატოვოს თანამდებობა"- განაცხადა სარალიძემ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები