დეკანოზი გიორგი მამალაძე

1 Jun. 2018, 20:42

ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემი ძმებო და დებო, მოგესალმებით საპყრობილიდან და ლოცვა კურთხევას გიგზავნით. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მომექცა მე. მაგრამ ეს სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა, ზაზა სარალიძისათვის. ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი სიყვარულისა და თავგანწირვის სიმბოლო. მან გადაიტანა შვილის სიკვდილი, მაგრამ ვერ ეგუება და ვერ შეეგუება იმ ბუნდოვანებას, რაც პროკურატურამ შექმნა. დღეს მე სხეულებრივად ვერ ვდგავარ მაგრამ ჩემი ფიქრები და ჩემი ლოცვა თქვენ გეძღვნებათ. მინდა ჩემი ხმა, პატივისცემა და მწუხარების თანამონაწილეობა დავუდასტურო მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვაჟკაც მთის კაცს, ასევე ყველა ჭირისუფალ მშობელს. მოგმართავთ თქვენ, რომლებიც მედგრად დგეხართ დღეს თითოეული თქვენთაგანი არის სამართლიანობის მხედარი და უსათნოესია თითოეული თქვენგანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. ღრმად მწამს, რომ თქვენი ღვაწლი არის გარანტია იმისა, რომ ამიერიდან ეს სისტემა ვეღარაფერს გაანადგურებს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იყავ თქვენი ყოველთა თანა, ამინ.

ციანიდის საქმეზე დაკავებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საჯაროდ წაიკითხა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…