არასამთავრობოების თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს და რჩევები ხელისუფლებას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძის და დადუნაშვილების ოჯახებს და ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, შექმნილი კრისიზული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ნების გამოვლენას დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალური, დროული და ძირეული აღმოფხვრისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის სავარაუდო შემთხვევების, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯა.
- ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქმის მასალების დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის გადაცემა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულების მოხსნა;
- არსებითია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობისა და ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესწავლით და მისმა მანდატმა მოიცვას ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მძიმე საქმეები (მათ შორის, აფგან მუხთარლის საქმე, თ. მაჩალიკაშვილის საქმე), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კრიტიკულად დადგა;
- დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება;
- უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული ხელისუფლებასთან ან მმართველ პარტიასთან და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ეფექტური და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად, აღჭურვილი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.
- ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიერთებაზე.
- ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების რეალური ნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული რეფორმა.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- თანასწორობის მოძრობა;
- თემიდა;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედია განვითარების ფონდი (MDF);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები