მთავრობა ეგვიპტელ ინვესტორებს გუდიაშვილის მოედანზე სასტუმროების აშენებას სთავაზობს
ფოტო: თბილისის მერია
ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩევლის, გოჩა კერესელიძის განმარტებით, საქართველო ეგვიპტელ ინვესტორებს 5 პროექტის განხორციელებას თბილისში სთავაზობს. შეთავაზება გუდიაშვილის მოედნის ათვისებასაც მოიცავს, სადაც 8 სასტუმროსა და რესტორნების კომპლექსის აშენება $20 მილიონიანი ინვესტიციით იგეგმება. ინფორმაციას Daily News Egypt ავრცელებს.
როგორც ეგვიპტური გამოცემა წერს, საქართველოს საელჩო ეგვიპტელი ინვესტორებისთვის თბილისში 5 პროექტში ინვესტირებას სთავაზობს:
- გუდიაშვილის მოედნის პროექტი დაახლოებით 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და მისი განვითარება 8 წლის განმავლობაში მოხდება. როგორც გამოცემა იუწყება, ამ პროექტით 18,4%-ის უკუგების ამოღებაა დაგეგმილი.
- მეორე პროექტის განხორციელება, რომელსაც საქართველო ეგვიპტელ ინვესტორებს სთავაზობს, 700 ათას კვადრატულ მეტრ ფართზეა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ახალი საცხოვრებელი რაიონი უნდა აშენდეს. ახალ რაიონში 5 600 ოჯახი იცხოვრებს. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში კვადრატული მეტრი ფართის ფასი საშუალოდ 600 დოლარი იქნება.
- მესამე პროექტი თბილისში საპარკინგე ადგილების მშენებლობას ეხება, რომლის შედეგადაც, ჯამში, პარკირების ადგილები 3 540-მდე გაიზრდება. ამისთვის 19 მილიონი დოლარი გამოიყოფა და პროექტის განხორციელებას 4-დან 8 წლამდე დასჭირდება, შიდა უკუგებით 11-დან 51 პროცენტამდე.
- მეოთხე პროექტი ქუჩებში არსებული ლამპიონების ლედ-სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომლის შედეგად, ქუჩების განათებისთვის გამოყოფილი თანხა დაიზოგება, ხოლო განათება უკეთესი ხარისხის იქნება. პროექტის ფარგლებში 91 ათასი ლამპიონი ჩანაცვლდება, რაც დაახლოებით 32 მილიონი დოლარი დაჯდება, შიდა უკუგება კი 8,46 პროცენტი იქნება.
- მეხუთე პროექტი თბილისის ზღვის განვითარებას ეხება, რომლის ტერიტორიასაც კერძო ინვესტორს ან სამართავად გადასცემენ, ან მიყიდიან. პროექტის ფარგლებში იგეგმება მასშტაბური გამწვანება, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე საცხოვრებელი და კომერციული ფართების აშენება.
როგორც Daily News Egypt წერს, საქართველოს საელჩო პროექტებს ეგვიპტის პრემიერმინისტრს, შერიფ ისმაილს წარუდგენს იმისთვის, რათა ინვესტორებს გაუჩნდეთ სურვილი ჩამოვიდნენ საქართველოში და თავად ნახონ ქართული საინვესტიციო შესაძლებლობები.
კერესელიძე ასევე მოუწოდებს ეგვიპტელ ინვესტორებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დააბანდონ თანხები, რომელიც ეგვიპტის მწვანე კორიდორთან დაკავშირებულ ინტერესებს ეფუძნება.
2015 წელს რუსეთმა გადაწყვიტა მწვანე კორიდორი შექმნას ეგვიპტესთან, იორდანიასთან და თურქეთთან იმისთვის, რომ რუსეთმა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი ამ ქვეყნებიდან განახორციელოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები