მარნეულის სკოლებში არსებული მდგომარეობა და პრობლემების გადაჭრის გზები - რეპორტაჟი სადახლოდან
27 წლის აინურ ჰასანოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში ასწავლის. სადახლო საზღვრისპირა სოფელია და როგორც ყველა იმ სოფლის სკოლაში, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, ახალგაზრდა, კვალიფიციური პედაგოგები არ ჰყოფნით.
“რომ არა პროფესიის და ჩემი კუთხის სიყვარული, აქ მასწავლებლად არ ვიმუშავებდი,” - ამბობს აინური.
აინურ ჰასანოვა პროფესიით პედაგოგია. სკოლაში მასწავლებლად მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ამბობს, რომ ახალგაზრდა მასწავლებლისთვის შეთავაზებული პირობები მომხიბვლელი არ იყო, მაგრამ სკოლაში მუშაობაზე უარი მაინც არ თქვა: "სკოლა სარემონტოა. არ გვაქვს კარგი ბიბლიოთეკა და წიგნები. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მასწავლებელს დაბალი ხელფასი აქვს. მე მიყვარს ეს სოფელი, ხალხი და ჩემი საქმე და აქ ამიტომ ვარ. ახალგაზრდა მასწავლებელი, თუ ადგილობრივი არ იქნება, ასეთ სიტუაციაში აქ სამუშოდ არ წამოვა", - ამბობს ის.
აინური კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. ამბობს, რომ თავიდან, როცა მშობლებმა მისი ასაკი გაიგეს, უკმაყოფილება გამოთქვეს: ჩათვალეს, რომ რადგან გამოცდილება არ ჰქონდა, კარგი მასწავლებელი ვერ იქნებოდა.
საბინა თაგიევას 8 წლის შვილი მე-3 კლასში სწავლობს. მას აინური ასწავლის.
“როცა გავიგე, რომ ჩემი შვილისთვის აინურს უნდა ესწავლებინა, არ მომეწონა. ვიფიქრე, რომ გამოუცდელობის ბავშვებთან მუშაობა გაუჭირდებოდა. აინური სხვა, ასაკოვანი მასწავლებლებისგან განსხვავებული მეთოდებით ასწავლის და ბავშვს სახლში დახმარება თითქმის აღარ სჭირდება. ახლა მივხვდი, რომ სკოლაში ბევრი ახალგაზრდა და კვალიფიციური პედაგოგი გვჭირდება”, - აცხადებს საბინა.
კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობა, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა, განსაკუთრებით მკვეთრად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იგრძნობა. ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია. იმ ახალგაზრდების რაოდენობა კი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან, ძალიან მცირეა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. სკოლებში 514 620 მოსწავლე სწავლობს და 57 938 პედაგოგია დასაქმებული. აქედან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს 16 730 პედაგოგს, პრაქტიკოსი მასწავლებელია 41 007 პედაგოგი, უფროსი - 16 730, წამყვანი - 194, ხოლო მენტორი - 7.
მასწავლებელთა 5.39% 21-30 წლისაა, 18.06% - 31-40 წლის, 27.73% - 41-50 წლის, 26.03% - 51-60 წლის, 18.19% - 61-70 წლის, ხოლო 4.20% - 71-80 წლის.
“სახელმწიფომ სკოლებში ახალი კადრების მოზიდვის მექანიზმზე უნდა იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონების ასეთ შორეულ საჯარო სკოლებში განათლების ხარისხი ძალიან დაეცემა,” - ამბობს აინური.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში ახალგაზრდა კადრების დეფიციტს პედაგოგის პროფესიის არაპრესტიჟულობასთან ერთად ხელფასის დაბალი დონე და ამ სფეროში არსებული როტაციის მოუქნელი მექანიზმი იწვევს. სამინისტრო ცვლილებების ახალ პაკეტზე მუშაობს.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში „მოწვეული“ და „მაძიებელი“ მასწავლებლის სტატუსი შემოდის. მოწვეული მასწავლებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს. ისინი სკოლაში ნახევარ განაკვეთზე იმუშავებენ. მათთვის სავალდებულო არ იქნება იმ საქმიანობების შესრულება, რასაც ჩვეულებრივ მასწავლებლები პროფესიული განვითარებისთვის ასრულებენ.
რაც შეეხება „მაძიებელს“, მას ექნება შესაძლებლობა სკოლაში მუშაობა დაიწყოს და თან პარალელურად პროფესიულადაც განვითარდეს. ესენი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. მუშაობის პარალელურად ისინი გაივლიან მაძიებლობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სწავლების მეთოდებს ისწავლიან.
ავტორი: ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები