კომიკ-კონზე გამოსული ყველა ტრეილერი, რომელიც სასწრაფოდ უნდა ნახოთ
სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კინოსტუდიები, ტელევიზიები და ვიდეო თამაშების შემქმნელები, სწორედ აქ აანონსებენ თავიანთ გეგმებსა და მიღწევებს.
ახალი ტრეილერები, ტიზერები და დემოები სპეციალურად ამ ივენთისთვის იქმნება.
ცხადია, გამონაკლისი არც წლევანდელი კომიკ-კონი იყო. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ფანები უამრავი სიახლით გაანებივრეს - გამოვიდა ახალი ტრეილერები, რომლებსაც ჩვენ ერთად მოვუყარეთ თავი:
1. Wonder Woman
ამ ფილმს DC Comics-ის ფანები დიდი ხანია ელიან. მთავარი გმირი ნახევარღმერთი (ცრუღმერთში არ აგერიოთ), ამორძალების პრინცესა დიანაა. იზოლირებულ კუნძულზე, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, ამერიკელი სამხედრო მფრინავი, სტივ ტრევორი აღმოჩნდება. სტივი დიანას მიმდინარე მსოფლიო იმის შესახებ მოუყვება, რის შემდეგაც ამორძალების პრინცესა ომში ჩართვას და მის შეჩერებას განიზრახავს.
ფილმის გამოსვლა ჰოლივუდში ყველას უხარია. ვანდერ ვუმენი ძლიერი ქალის სახეა, დაახლოებით ისეთი, როგორც ოთარაანთ ქვრივი და ალბათ ბაია პატარაიასაც გაუხარებს გულს. #ფემინიზმი.
2. Justice League - სამართლიანობის ლიგა
სამართლიანობის ლიგა DC Comics-ის საოცნებო გუნდია, რომელმაც ქვეყნიერებაზე სამართლიანობა უნდა აღადგინოს.
რამდენიმე სუპერგმირი, ვანდერ ვუმენი, ბეტმენი, ფლეში, აკვამენი, კიბორგი, სუპერმენი და სხვები მტრის დასამარცხებლად ერთიანდებიან.
3. Suicide Squad - თვითმკვლელთა რაზმი
ამ ფილმმა რამდენიმე საოცარი ტრეილერით გაგვანებივრა. შეიძლება ითქვას, რომ Suicide Squad-ს ბოლო წლების საუკეთესო ტიზერი კამპანია აქვს. ფილმი რამდენიმე დღეში გამოდის კინოეკრანებზე და იმედია მოლოდინებს გაამართლებს.
ჰარლი ქუინის ცოლად მოყვანა ვისაც გინდათ ხელი ასწიეთ.
4. LEGO Batman Movie
ვილ არნეტი (Arrested Development, 30 Rock), რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კომიკოსია, უკვე მეორედ მოირგებს ბეტმენის როლს. წინა ჯერზე მან LEGO Movie-ში ითამაშა ბრიუს ვეინის როლი, ახლა კი, მთელი ფილმი მას დაეთმობა. არნეტს ბეტმენის ჩახლეჩილი ხმის იმიტირება კარგად გამოსდის, მაგრამ ტიპაჟი ისეთია, რომ მხოლოდ ანიმაციურ ფილმებში თუ ეღირსება ამ გმირის თამაში. ლეგო მუვი ძალიან კარგი და სასაცილო იყო, იმედია ეს ფილმიც ისეთივე კარგი იქნება, იმდენად კარგი რომ Everything Awesome-ს გვამღერებს.
5. Kong: Skull Island - კონგი: თავის ქალის კუნძული
ბავშვობაში, როცა პირველად ვუყურე კინგ კონგს, ძალიან მომეწონა და ჩემმა ერთმა მეგობარმა მომატყუა, რომ კიდევ 7 სერია გაქვს სანახავიო, კინგ კონგი 2, კინგ კონგის დაბრუნება, კინგ კონგის შვილი და კიდევ რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი დავიჯერე და მთელი ბავშვობა უშედეგოდ ვეძებდი ამ ფილმებს. თუმცა, ამ პერსონაჟზე იმდენი ფილმი გადაიღეს, რომ მგონი მალე ავა 7 სერიამდე.
6. Fantastic Beasts and Where to Find Them - ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი
ბეტმენები, ვანდერ ვუმენები და კინგ კონგები თქვენთვის დამითმია. პირადად მე ამ ფილმს ველოდები. ჯოან როულინგის შექმნილი საოცარი სამყარო, 20-იანი წლების ნიუ-იორკი და ჯონ ვილიამსის მუსიკა. ე.ი. მაშინ როცა ლაკი ლუჩიანო და მაიერ ლანსკი ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყროში იკვლევდნენ გზას, იქვე ჯადოსნური ცხოველები და ურჩხულები დარბოდნენ. როულინგის სამყარო დასაკარგი არ არის და რაც უფრო მეტი სპინ-ოფი იქნება, მით უკეთესი.
ფოტო: giphy
7. Sherlock Season 4 - შერლოკის მეოთხე სეზონი
ბრიტანელებს რამდენადაც კარგი ტელე პროდუქტი აქვთ, იმდენად ცუდად ექცევიან მაყურებლებს. ჯერ ხო მთელს სეზონში სამი-ოთხი სერიაა, მერე ამ სეზონების გადაღებას წლები უნდებიან... საშინელებაა. 2014 წლის მერე თითქმის მთელი მსოფლიო ელოდება შერლოკის ახალ სეზონს. ჯერ იყო და ძლივს გავიგეთ როდის გამოდის, 2017-ში, და ახლა ეს ტიზერ მოგვიგდეს და კიდევ ერთი წელი უნდა ველოდოთ.
8. ნეტფლიქსისა და მარველის ქორწინება
არა, ეს ახალი სერიალის ან ფილმის სათაური არ არის და არც საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. უბრალოდ, Netflix-მა სამი ახალი სერიალის დააანონსა, რომელიც მარველის გმირებზეა დაფუძნებული. ჯესიკა ჯონსისა და დეარდევილის წარმატების შემდეგ, იმავე სამყაროს ორ გმირს თავიანთი სერიალები ექნებათ:
Iron Fist
Luke Cage
და მესამე The Defenders - ზემოთხსენებული ოთხი გმირი გაერთიანებული ძალებით დაეცემიან ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს.
9. King Arthur - მეფე არტური
ჩემს იმ მეგობარს, ბავშვობაში რომ კინგ კონგზე მომატყუა, კამელოტზე და მეფე არტურზე არაფერი უთქვამს, მაგრამ დაახლოებით იგივე სიტუაციაა აქაც. გაი რიჩი, შენელებული ექსკალიბური, ბანქო, ოქრო და ორი ხანჯალი. #რითვერმობეზრდათ.
10. The Walking Dead - მოსიარულე მკვდრები
ჩემი სუბიექტური აზრით, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეს ნახევარი ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, Walking Dead-ი ძალიან კარგი გახდა. იმდენად კარგი, რომ მიგდებული მქონდა და გავაგრძელე. მეექვსე სეზონი, ჩემი აზრით, საუკეთესო სეზონი იყო, ყველა სერიაში ბევრი ექშენით და ნაკლები ყალბი დრამით. იმედი მაქვს, რომ მეშვიდეც ასეთი კარგი იქნება.
ცხადია, კომიკ-კონზე კიდევ ბევრი ტრეილერი დაიდო, მაგრამ სასწრაფოდ თუ არ ნახავთ, არაფერი დაშავდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები