სასამართლომ თელასს გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ჯარიმას გადახდა დააკისრა
ფოტო: თელასი
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თელასის თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ისინი თელასის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები არიან და მათ უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
„ერთი წლის წინ - 2015 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უკანონოდ მიიჩნია დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გააუქმა მათი გათავისუფლების ბრძანებები. სასამართლომ მოსარჩელეები სამსახურში აღადგინა და სს თელასს იძულებითი განაცდურის - 100 000 ლარამდე ანაზღაურება დააკისრა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სს თელასის ადმინისტრაციის მხრიდან მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
2014 წლის 9 სექტემბერს, თელასის გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა კომპანიის შიდა აქტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გაათავისუფლა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს უფროსი დავით ნადირაშვილი და ამავე სამსახურის ანალიტიკოსი კახა სიმონიძე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათ შეისწავლეს საქმე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები სამსახურიდან გათავისუფლებულნი იყვნენ საქართველოს შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამასთანავე, გათავისუფლებულების მიმართ თელასის ადმინისტრაციის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები იკვეთებოდა.
2014 წლის სექტემბერში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა, როგორც მოსარჩელეებუს კანონიერმა წარმომადგენელმა, სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურში აღდგენა და უკანონო გათავისუფლებისთვის განაცდურის ანაზღაურება.
2015 წლის 22 ივლისს სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი დააკმაყოფილა და მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. სს თელასმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა თელასის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები