დანაშაულის დაფარავაში სხვა პირთა პასუხისმგებლობაც იკვეთებოდა - ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე
ფოტო: სახალხო დამცველი
ხორავას ქუჩის საქმეზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც.
"აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა", - განაცხადა ლომჯარიამ.
ხორავას ქუჩის საქმის გარემოებების შესახებ სახალხო დამცველმა ბრიფინგზე ისაუბრა. ომბუდსმენის განმარტებით, ის საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს:
- რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო;
- რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა თუ რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია.
მისივე განმარტებით, გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამავე დროს, დაკითხულები ან გამოკითხულები არ არიან ის პირები, რომელთაც მაღალი ალბათობით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები ჰქონდათ.
ომბუდსმენის თქმით, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის აღმსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).
მისივე განმარტებით, დაგვიანებული ექსპერტიზის მიუხედავად საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძიება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა:
"ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული".
ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მათ შესასწავლი აქვთ სასამართლო განხილვის მასალები და განაჩენი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი:
"ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ, წარმოვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს საბოლოო დასკვნას".
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები