მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებზე უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც პოკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, გამოძიება დაწყებულია იმ მიზნით, რომ გაირკვეს, გიორგი მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ, ხომ არ ჰქონია სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ადგილი. ამასთან, გაირკვეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მითითებული ფაქტები სიმართლეს:
"ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 1571 მუხლის პირველი ნაწილით".
უწყება ასევე განმარტავს, რომ გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში მას გაუგზავნეს შეთავაზება, პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. პროკურატურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე:
"პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით".
21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რომ სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლა, თვალთვალი და მუქარა მიმდინარეობს.
ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პაპუაშვილს შეხვდა, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პაპუაშვილის მონათხრობმა ის არ გააოცა, რადგან სამართალდამცავების მხრიდან 1 თვის წინ მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის განხორციელების მცდელობა.
- შსს: პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი გავჩხრიკეთ
- კალაძემ მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებები ქალების ჭორაობას შეადარა
- პრეზიდენტი: ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა
- პაპუაშვილი: საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა და თვალთვალი მიმდინარეობს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები