რა იცის მოსახლეობამ პრემიერობის სავარაუდო კანდიდატის, მამუკა ბახტაძის შესახებ
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე განიხილება. მიუხედავად სოციალურ ქსელებში დარეკლამებული პოსტებისა, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარმა არ იცის ვინ არის მამუკა ბახტაძე.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55 პროცენტს მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია. მისი მუშაობა გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტისთვის იყო მოსაწონი, 22 პროცენტი კი ბახტაძეს უარყოფითად აფასებდა.
NDI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ვინ იყო ბახტაძე მოსახლეობის 43 პროცენტმა არ იცოდა. ასევე, მოსახლეობის 5 პროცენტს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ქონდა, დადებითად კი 9 პროცენტი აფასებდა.
მამუკა ბახტაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი ფეისბუქპოსტების, ფეისბუქგვერდისა და ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების რეკლამები გავრცელდა. ბახტაძე პოსტებს მუდმივად არეკლამებს.
2017 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრობის პერიოდში, ბახტაძის სახელფასო ანაზღაურება 248 816 ლარი იყო.
მინისტრმა ყველაზე დიდი შემოსავალი 184 151 ლარი საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე, 2017 წლის პირველი იანვრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში, მუშაობისას მიიღო. ამავდროულად მუშაობდა შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინში და შპს ჯიარ ტრაზიტში, სადაც მისი ანაზღაურება 53 514 ლარი იყო. მინისტრმა ამ თანამდებობაზე გასულ წელს 10 თვე და 12 დღე იმუშავა და საშუალოდ თვეში 22 600 ლარს მიიღო.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბრიდან მუშაობდა, წლის ბოლომდე კი 11 151 ლარი გამოიმუშავა, ანუ, საშუალოდ თვეში 7 400 ლარი მიიღო, რაც 3-ჯერ ჩამორჩება წინა სამსახურიდან მიღებულ შემოსავალს.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მესამე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა არსებულ მთავრობას დააკისრა ვალდებულება ახალი მთავრობის არჩევამდე თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამის შემდეგ, შვიდი დღის განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.
ასევე შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც.
ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.
გაიგეთ მეტი ბახტაძეზე:
- საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბილ გეიტსს შეხვდა და ვეფხისტყაოსანი აჩუქა
- საბანკო სექტორის გაკრიტიკების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა პოზიცია შეიცვალა
- მამუკა ბახტაძე: ბანკების მაღალპროცენტიანი სესხები ბიზნესის განვითარებას აფერხებს
- ბახტაძე: ლომბარდებსა და ე.წ. მევახშეებს იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემა აეკრძალებათ
- ბახტაძე: ჭარბვალიანობა, ხშირად, არის მომხმარებლების უფლებების დარღვევის შედეგი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები