"ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება" - ოპოზიციის გამოხმაურება მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე
ფოტო: ქართული ოცნება
თავის გეგმებში ჩამოუყალიბებლობა და არაკონსტიტუციური ქმედება - ასეთია ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეფასებები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ "დროებით მთავრობასა" და სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირებაზე დღეს, 18 ივნისს ისაუბრა.
ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებს მას შემდეგ გეგმავს, რაც მთავრობის შემადგენლობაში სტრუქტურული ცვლილებები შევა და დამტკიცდება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გეგმები კრიტიკულად შეაფასეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში. On.ge გთავაზობთ მათ კომენტარებს.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის თქმით, უპრეცენდენტოა 3-კვირიანი დროებითი მთავრობა. რატიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღებაში მთავარი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ჯერჯერობით სამოქმედო გეგმა არ ჩამოუყალიბებია.
"ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის სად რომელი უნდა დადგეს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა რუსთავი 2-თან საუბარში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მმართველ პარტიას არ აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მსოფლიოში არ ყოფილა პრეცენდენტი, როცა სახელმწიფოში 3-კვირიანი მთავრობა დაუმტკიცებიათ. მელია მთავარ გამოსავალს ქართული ოცნების გადადგომაში ხედავს.
"საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პარტია აუცილებლად უნდა იყოს აქტიური, როგორც არასდროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ქვეყნის განვითარება დავიწყოთ. ქვეყნის განვითარებას არ ექნება ადგილი, სანამ ქართული ოცნება იქნება მართვის სადავეებთან", - უთხრა რუსთავი 2-ს მელიამ.
შენების მოძრაობა
შენების მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი გეგმა არაკონსტიტუციურია, რადგან თუ პრემიერმა ახალი შემადგენლობა არ წარადგინა, ქვეყანას ფორმალურად დამტკიცებული მთავრობა დარჩება.
"ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. საჭიროა სასწრაფოდ დასახელებულ კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს", - ამბობს უსუფაშვილი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრის განმარტებით, პროცესში დიდი პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.
"ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ, პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს და რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას საკუთარი თავი და მთავრობა", - განაცხადა შენების მოძრაობის წევრმა.
ახალი საქართველო
ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ "მცირე მთავრობის მოდელი" ფუნდამენტურად ახალი ტიპის მენეჯმენტს მოიცავს და არა სამინისტროების გაერთიანებასა და უწყებების შერწყმას.
"ხუთი დეპარტამენტი ერთი სამინისტროს ქვეშ იქნება თუ ორი სამინისტროს ქვეშ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის განვითარებისთვის", - ამბობს ვაშაძე რუსთავი 2-თან საუბრისას.
მისივე თქმით, პრემიერის აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობაში გარკვეული კადრების, მათ შორის, წულუკიანისა და გახარიას შენარჩუნებისკენაა მიმართული.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, სამინისტროების რიცხვის შემცირებას არ აქვს მნიშვნელობა, მათ სათავეში კომპეტენტური პირების ყოფნაა მთავარი.
"მე მაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და არა რომელიმე მინისტრთან მიმართებაში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რომელი სამინისტროს სკამზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველაფერს", - ამბობს ბურჯანაძე.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების რადიკალური და სრული ცვლილებაა, რაც შესაძლებელია არჩევნების გზით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები