გუგლის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი პაციენტის სიკვდილს იწინასწარმეტყველებს
ქალი, რომელსაც მკერდის კიბოს ბოლო სტადია ჰქონდა, ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, პაციენტს რადიოლოგიური სკანირება ჩაუტარდა. საავადმყოფოს კომპიუტერებმა პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მისი გარდაცვალების შანსი 9.3% იყო.
ამის შემდეგ, პაციენტს გუგლის უახლესი ტექნოლოგიით ჩაუტარდა გამოკვლევა. ალგორითმმა, რომლითაც ტექნოლოგიების გიგანტი სამედიცინო სფეროში ადგილის დამკვიდრებას აპირებს, ქალის 175 639 მონაცემთა წერტილი შეისწავლა და დაადგინა, რომ მისი გარდაცვალების შანსი 19.9%-ს უდრიდა. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
უცნობი ქალის გარდაცვალების შესახებ ანგარიში გუგლმა მაისში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო ჯანდაცვის სფეროში ნეირონული ქსელების მეთოდის პოტენციალზე. ეს არის ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყენებს მონაცემებს თვითშემეცნებისთვისა და განვითრებისთვის. გუგლმა შექმნა ხერხი, რომელსაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება ან გაუმჯობესება, ისევე როგორც ის, თუ რამდენ ხანს მოუწევს პაციენტს საავადმყოფოში ყოფნა, მათი გამოჯანმრთელების პერიოდის დადგენა და სიკვდილის შანსების გამოთვლა.
მედიცინის ექსპერტების გაოცება იმან გამოიწვია, რომ გუგლის მიერ შექმნილ ახალ მეთოდს აქვს უნარი მოიპოვოს და გადაამუშავოს ისეთი მონაცემები, რომელიც აქამდე იკარგებოდა და ხელმისაწვდომი არ იყო. მაგალითად, PDF ფაილებში დაფარული და უაზრო დიაგრამებზე ჩაწერილი ინფორმაცია. ნეირონულმა ქსელმა ეს ინფორმაცია მოიპოვა, გადაამუშავა და იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი შედეგი. ეს ყველაფერი კი, გაცილებით უფრო სწრაფად და უფრო დიდი სიზუსტით შეასრულა, ვიდრე ამ დროისთვის არსებული ტექნოლოგიები ახერხებენ ამას. გუგლის სისტემამ ისიც კი აჩვენა, თუ რა ჩანაწერები გამოიყენა დასკვნის გასაკეთებლად.
გუგლის სამომავლო მისიაა, რომ მისი შექმნილი სისტემა კლინიკებში რაც შეიძლება მალე დანერგოს. ამის შესახებ პროგრამის ხელმძღვანელმა და გუგლის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯეფ დინმა ბლუმბერგთან საუბარში განაცხადა. ჯეფ დინის ჯანმრთელობის კვლევის დანაყოფი, რომელსაც "სამედიცინო ტვინსაც" უწოდებენ, აგრძელებს მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დახვეწაზე, რათა სისტემამ უფრო ზუსტად გამოარკვიოს სიმპტომები და დაავადებების სიმძიმის დონე.
დღეს არსებული სისტემები მოუქნელი და არც თუ ისე ზუსტია. მათი გამოყენება ძვირი ჯდება და პლუს, დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გუგლის სისტემის ინტეგრირება კლინიკებში მნიშვნელოვნად შეცვლის ჯანდაცვის სფეროს.
დროთა განმავლობაში გუგლმა შესაძლოა ამ სისტემის ლიცენზირება მოახდინოს კლინიკებისთვის, ან უბრალოდ მიჰყიდოს მათ კომპანიის ქლაუდ-სერვისის სახით. იმისთვის, რომ პროგრამამ კომერციული ხასიათი მიიღოს, საჭიროა დამატებითი მონაცემების შერგოვება ჯანდაცვის სფეროში ოპერირებადი სხვადასხვა კომპანიებისგან. გუგლს შეუძლია, რომ ეს მონაცემები იყიდოს მათგან, თუმცა შესაძლოა ამას რეგულაციებთან და კლიენტებთან უთანხმოება მოჰყვეს. ამავდროულად გუგლს არაკომერციული შეთანხმება აქვს ჩიკაგოს და სან ფრანცისკოს უნივერსიტეტთან.
კომპანიაში თვლიან, რომ ამ დროისთვის სისტემის ბიზნეს მოდელზე საუბარი ადრეა. მათ სურთ, რომ სისტემის ეფექტურობა არაერთხელ გადაამოწმონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მის გაყიდვაზე ფიქრი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები