თურქეთის ელჩი: სიკვდილით დასჯის მიუხედავად, არავინ დავობს აშშ-ს დემოკრატიულობაზე
საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დღეს, თბილისში პრესკონფერენცია გამართა. ელჩმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოსთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასა და სადავო საკითხებზე.მან აღნიშნა, რომ თურქეთში მიმდინარე ე.წ წმენდა ქვეყნის კონსტიტუციასა და სამართლებრივ აქტებს შეესაბამება და ეს არის აუცილებელი ზომა:
"რაც შეეხება დაკავებულთა რიცხვის ზრდას, პრობლემა, რომლის წინაშეც მათ დაგვაყენეს გაცილებით უფრო მძიმე იყო, ეს რიცხვი არაფერია. ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო გადატრიალებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებას"
რაც შეეხება დაკავებულთა რიცხვის ზრდას, პრობლემა, რომლის წინაშეც მათ დაგვაყენეს გაცილებით უფრო მძიმე იყო, ეს რიცხვი არაფერია
ელჩმა აღნიშნა, რომ ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულების წამების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომელსაც თარგმნიან და გადასცემენ ქართულ მხარეს. ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთის ციხეებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად ატარებდნენ მონიტორინგს და ეს პროცესი არც ახლა შეწყვეტილა, დაკავებულებს კანონის შესაბამისად ექცევიან და წამების, ან უფლებების შელახვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ელჩი პრესაში გავრცელებულ კიდევ ერთ საკითხს შეეხო. მან სიკვდილის დასჯის აღდგენის მოთხოვნაზე ისაუბრა:
"ქართულ პრესაში ხშირად ვხედავთ შეშფოთებას სიკვდილის დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი განიხილება მხოლოდ საზოგადოებაში, ამ საკითხის პარლამენტში ინიცირების მიზნით არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი. თურქეთი მოწინავე ქვეყანაა სამართლებრივი პრინციპების თვალსაზრისით. ასე რომ, რა შედეგიც არ უნდა მოყვეს ამ კამათს, წარმოუდგენელია თურქეთი მოწყდეს ევროპულ ფასეულობებს. მაგალითისთვის მოვიყვან ამერიკას, იქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, თუმცა არავინ დავობს ამერიკის დემოკრატიულობაზე"
ელჩმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტებიდან გამომდინარე ხშირად საუბრობენ თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, რაც არასწორია:
"თურქეთ-ევროპის ურთიერთობები ემყარება მტკიცე ფასეულობებს და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოსაზრებები თითქოს თურქეთი გამოვა ან გაუშვებენ ნატოდან და ის შეკრავს ალიანს რუსეთთან, არის აბსოლუტურად მცდარი".
15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა კი დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები