ოსური მხარე ტატუნაშვილის საქმეზე: ქართული მხარე უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარის წარმომადგენლები ანგაჟირებულ განცხადებებს ავრცელებენ და უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევენ.
ასე გამოეხმაურა ოსური მხარე ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მათი ე.წ. სამართალდამცავებისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
ოსური მხარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა და ამის დასტურად რუსეთის ექსპერტიზის დასკვნას იშველიებენ.
"ეჭვგარეშეა, ქართული მხარე პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ტრაგიკულ ინციდენტს ბრმად იყენებს... ამავე დროს ქართული ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებისგან გადაატანინოს და ხელოვნურად ქმნის გარე ხრიკებს", - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო უწყებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ საქართველო ტატუნაშვილის საქმეს ჟენევის მომავალი დისკუსიების ფონზე გამოიყენებენ.
15 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, დავით გურწიევს და ალეკ ტაბოევს, რომლებსაც ბრალად არჩილ ტატუნაშვილის მიმართ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ედებოდათ ბრალი, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქმეზე სასამართლო პროცესი მცხეთის სასამართლოში გაიმართა.
ტატუნაშვილის საქმე
2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.
ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს, თუმცა უშედეგოდ.
ტატუნაშვილის ცხედარი 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ქართულმა მხარემ ცხედრის გადმოსასვენებლად მოლაპარაკებები დაიწყო. ამოქმედდა ევროკავშირის ცხელი ხაზი. მოლაპარაკებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთო.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო. ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისათვის დახმარების თხოვნით მიმართა. რუსეთის პატრიარქი ილია II-ს დახმარებას დაპირდა, თუმცა ცხედრის გადმოსვენება მაინც გაჭიანურდა.
მოგვიანებით ცხინვალში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილს უკავშირებენ. მათი თქმით, ტატუნაშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომში დივერსიის მოწყობაშიც ადანაშაულებდა, თუმცა ახალგორის გამგებელმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში არ მონაწილებოდა. ამ დროისთვის ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა.
9 მარტს საქართველოს პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და ვითარების დასარეგულირებლად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
11 მარტს ოკუპირებული ახალგორიდან ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავდან 17 დღილიაშვილი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.
20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპრეტიზა ჩაუტარდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის განცხადებით, პირველადი ექსპერტიზით, ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას დააკისრა. ევროპულმა საქართველომ კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და რუსეთისთვს სანქციების დაწესება მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები