მედია დa NGO-ები: მედიაწიგნიერების სტრატეგია არასრულად ასახავს არსებულ გამოწვევებს
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების განცხადებით, "მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის" პროექტი არასრულად ასახავს საქართველოში არსებულ გამოწვევებს.
მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაევალა. აღნიშნული სტრატეგია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა.
როგორც განცხადებაში წერია, სტრატეგიის პროექტის შემუშავების პროცესში საბაზისო წესები დაცული არ ყოფილა, კერძოდ:
- სტრატეგიის შემუშავების პროცესი არ იყო ინკლუზიური და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს წინასწარი კონსულტაცია არ გაუვლია ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
- სტრატეგიის გარემო და პოლიტიკური კონტექსტი მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტებს აღწერს და არ ასახავს საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ავტორს ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების, ექსპერტიზის და კვლევების შესწავლა არ მოუხდენია;
- საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ასევე მედია წიგნიერების მიმართულებით არსებული პროექტების და მათი სპეციფიკის აუდიტი არ განხორციელებულა.
აქედან გამომდინარე განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგია მედიაწიგნიერების ვიწრო გაგებას გვთავაზობს, რომელიც "დაცლილია ადგილობრივი კონტექსტის გააზრებისგან".
განცხადებაში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელსაც, ორგანიზაციების აზრით, სტრატეგია უნდა შეიცავდეს:
- როგორც "ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის", ასევე, "საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგია" ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ასახელებს, რომლის შემადგენელი როგორც პროპაგანდა, ასევე, რუსეთის მხრიდან მომავალი კიბერსაფრთხეებია;
- ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სპეციფიკურ სამიზნე აუდიტორიაზე (ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები), რომელსაც, ერთი მხრივ, ენობრივი ბარიერის გამო ქართულ საინფორმაციო არხებზე წვდომა არ აქვს. მეორე მხრივ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები ცხადყოფს, რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო არხებზე წვდომის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან;
- მედიაში და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის პრობლემის გათვალისწინებით, დოკუმენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ მიმართულებით სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და კომისიის როლზე ამ პროცესში, რაც მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან დანერგვაზე უნდა იყოს ორიენტირებული;
- მოზარდთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში სკოლების განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, საჭიროა მედია წიგნიერება სასკოლო პროგრამაში არა მხოლოდ გამჭოლ კომპეტენციად, არამედ სავალდებულო საგნად შევიდეს.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროცესში მონაწილეთა სია უნდა გაფართოვდეს. მათი აზრით, საჭიროა თანამშრომლობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციასთან.
ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, უნდა გაფართოვდეს როგორც კვლევითი ორგანიზაციების წრე, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისაც, ვინც მედიის და პროპაგანდის საკითხებზე მუშაობს და აქამდე არც განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონია, არც დოკუმენტის საჯარო ვერსიაზე მიუწვდება ხელი.
"დოკუმენტის ვიწრო წრეში, დაჩქარებული წესით განხილვა, ასევე, მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ამოცანების არარსებობა ხელს არ შეუწყობს მედიაწიგნიერებაზე ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საინფორმაციო ცენტრების ქსელი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
- სტუდია მონიტორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები