ბრილიანტის ჯვარი და წმინდანად შერაცხვა — რაზე იმსჯელეს და რაზე — არა სინოდის სხდომაზე
ფოტო: საპატრიარქო
მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა დაიწყო აქტიური განხილვა იმის შესახებ თუ რა საკითხებზე იმსჯელებდნენ მღვდელმთავრები. თეოლოგებს მიაჩნდათ, რომ განხილვის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი იქნებოდა.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმაზეც, რომ შვიდთვიანი შესვენების შემდეგ ე.წ ციანიდის საქმეს და მამა გიორგი მამალაძის პატიმრობას განიხილავდნენ. ყველაზე დიდი ხმაური პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის შესაძლო გადაყენების საკითხმა გამოიწვია.
სხდომის დაწყებამდე სინოდის წევრებმა არ დააკონკრეტეს განსახილველი საკითხები. მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გამოთქვა ვარაუდი. მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ ხალხს სულიერი ნუგეში სჭირდება, რომელიც ეკლესიამ უნდა მისცეს და ვარაუდობდა, რომ სხდომა ამ საკითხის გამო იმართებოდა.
სინოდის კიდევ ერთი წევრმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სხდომაზე ელოდებოდა პატრიარქის განმარტებებს მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით. მეუფე ანტონმა კი ჟურნალისტების კითხვაზე - განიხილავდნენ თუ არა მოსაყდრის გადაყენების საკითხს, განაცხადა, რომ ეს აზრი ბოდვაა. მისივე თქმით, შესაძლოა, სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განეხილათ.
რა საკითხებზე არ იმსჯელეს სინოდის სხდომაზე
სინოდის წევრებიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ ორმა სასულიერო პირმა, მეუფეებმა პეტრემ და ზოსიმემ გააკეთეს. მათი თქმით, სხდომაზე არ განიხილეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და ე.წ ციანიდის საქმე.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიაზე, უბრალოდ, ინფორმაცია მოისმინეს და ამ საკითხზე ეკლესია ჯერ კიდევ სწავლობს, გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით გააჟღერებს.
მეუფე პეტრეს თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხი არ განუხილავთ და ზოგადად ისაუბრეს:
"საკითხი ჯერ არ დგას ასე დაჭერა-არდაჭერასთან დაკავშირებით. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს, არის უამრავი შეკითხვები და ჩვენც ასევე პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ე.წ ციანიდის საქმე
მეუფე ზოსიმეს თქმით, ე.წ ციანიდის საქმეზე არ უმსჯელიათ. მეუფე პეტრე კი ამბობს, რომ ციანიდის საკითხი ზოგადად განიხილებოდა, მაგრამ კონკრეტულად არა.
"იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ შეძლოს და აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში. ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიონ", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
რა საკითხებზე იმსჯელეს სინოდის სხდომაზე
მეუფე პეტრესა და მეუფე ზოსიმეზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე განიხილეს პატრიარქის მოსაყდრის დაჯილეობისა და დიაკონის წმინდანად შერაცხვის საკითხი.
წმინდანად შერაცხვა
დიაკონის წმინდანად შერაცხვაზე მეუფე პეტრეს არ უსაუბრია. მეუფე ზოსიმესგან კი მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს:
"ერთი დიაკონის, გვარი დამავიწყდა, კანონიზირება მოხდა, წმინდანად იქნა შერაცხული."
ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოება
სხდომაზე მეუფე შიოს გადაყენებს საკითხი არ დამდგარა და ამის ნაცვლად, როგორც მეუფე პეტრემ და ზოსიმემ განაცხადეს, პატრიარქის მოსაყდრეს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი გადასცეს, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა.
ბრილიანტის ჯვრის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო არც დამატებითი უფლებამოსილებით და არც მოვალეობებით არ აღჭურვავს დაჯილდოებულ პირს.
ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ. On.ge-ს ზარებს კი პრესსამსახურში არ პასუხობენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები