გპირდებით დიდ ენერგიასა და სიყვარულს - ინტერვიუ The Qemists-თან
6 აგვისტოს ბათუმს ბრიტანული ელექტრონული როკ-ბენდი The Qemists ეწვევა. ჯგუფი ლაივ შოუების მაღალი ხარისხით და ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა.
On.ge-ს ბენდთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მიეცა. ჩვენთან საუბარში ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართველ მსმენელს დიდ სიყვარულსა და ენერგიას ჰპირდებიან და თავადაც იგივეს მიღების მოლოდინი აქვთ.
როგორ გრძნობთ თავს საქართველოში ჩამოსვლისა და ქართველ ფანებთან შეხვედრის წინ?
მოუთმენლად ველით საქართველოში ჩამოსვლასა და კონცერტის გამართვას. ყოველთვის გვახარებს ახალ ადამიანებთან და კულტურასთან შეხვედრა, განსაკუთრებით კი მათთან, ვისთანაც კონცერტზე საუცხოო დროს ვატარებთ.
სიმღერებს მხოლოდ ახალი ალბომიდან შეასრულებთ, თუ წინა ორიდანაც?
ვაპირებთ ჩვენი პირველი ორი ალბომიდან ჰიტების შესრულებას, თუმცა აუცილებლად გიმღერებთ Warrior Sound-იდან. წარმოუდგენლად გვახარებს თქვენთან სტუმრობა და სიმღერა.
გვახსოვს თქვენი კოლაბორაცია პოპულარული მუსიკალური ბენდების სოლისტებთან. რომელი მათგანი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
ვერ გამოვყოფთ ერთს, როგორც ჩვენთვის ყველაზე პოზიტიურ მოვლენად, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებული და დაუვიწყარი გამოცდილება იყო, Faith No More, Crossfaith, Enter Shikari, Skindred და Hacktivist - თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა საუცხოო გამოცდილება იყო ჩვენთვის.
ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო, სანამ მუსიკალურ კარიერას დაიწყებდით?
რადგან ჯგუფში 5 მუსიკოსი ვართ, მათი სია ცოტა გრძელია. ყველა ჩვენგანი უსმენდა როკს, მეტალს, ჰიპ-ჰოპს და საცეკვაო მუსიკას. Korn, Public Enemy, Rage Against The Machine, The Prodigy... ისინი ნამდვილად წარმოადგენენ ჩვენი ინსპირაციის წყაროს.
რა არის ყველაზე დაუვიწყარი მოგონება თქვენი მუსიკალური კარიერიდან? სიამოვნებით მოვისმენ ჯგუფის თითოეული წევრის პასუხს.
ყველა ჩვენგანისთვის საოცარი გამოცდილება იყო პოლონეთში, ვუდსტოკის ფესტივალზე, გამოსვლა. დაუჯერებლად კარგი იყო. ესაა უდიდესი ფესტივალი მსოფლიოში, სადაც ასობით ათას ადამიანს უფასოდ შეუძლია დასწრება. Damian Marley-ს შემდეგ, ფესტივალის მორიგ დღეს ჩვენ ვხსნიდით და მსმენელთა რაოდენობა 300 ათასს აღწევდა. დაუვიწყარი იყო. ასევე კონცერტი იაპონიაში. ძალიან გვიყვარს ეგ ადგილი.
რა მოლოდინი გაქვთ თქვენს ქართველ მსმენელზე და რას უნდა ელოდონ ისინი 6 აგვისტოს?
ჩვენ აქამდე არასდროს ვყოფილვართ საქართველოში, თუმცა გვსმენია ბევრი საუცხოო რამ თქვენს სცენაზე, ასე რომ, გვსურს მალე შეგხვდეთ და გავერთოთ. გპირდებით დიდ სიყვარულსა და ენერგიას და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ფანებიც იგივეს გადმოგვცემენ. ვაპირებთ რომ დაგანგრიოთ ჩვენი მუსიკით!!
სად და როდის გეგმავთ თქვენს მომავალ ტურს?
ამ ზაფხულს უამრავ ფესტივალზე ვიქნებით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ტური წლის ბოლომდე და მის შემდეგაც გაგრძელდება.
მუშაობთ ახალ ალბომზე?
როგორც კი Warrior Sound გამოვუშვით, ახალ ალბომზე დავიწყეთ მუშაობა. ამის შესახებ ბევრი საუბრის უფლება ჯერ არ გვაქვს, თუმცა გარწმუნებთ, რომ Qemists-ის ფანებს ჩვენი ახალი მუსიკისთვის დიდი ხნით ლოდინი არ მოუწევთ.
სად ისურვებდით მომავალ ტურს და რომელ მუსიკოსთან ითანამშრომლებდით სიამოვნებით?
ვისურვებდით Prophets of Rage-სთან ერთად ტურის მოწყობას, საუცხოო იქნებოდა!
რომელია თქვენი საყვარელი ბენდი?
Enter Shikari, Crossfaith, Skindred და Hacktivits.
აპირებთ საქართველოში რაღაც დროით დარჩენას კონცერტის შემდეგ?
ზუსტად არ ვიცით, თუმცა სიამოვნებით დავრჩებოდით. გარანტიას გაძლევთ, რომ კონცერტის ღამეს საქართველოში გავატარებთ.
ღონისძიება საღამოს 8 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა დაწყებულია როგორც ონლაინ, ისე ბათუმისა და თბილისის სალაროებში:
- ონლაინ: tkt.ge
- თბილისი, ფილარმონიის სალარო, მელიქიშვილის N1 (12 ივლისიდან) ტელ.: 298 76 82
- ბათუმი, ბათუმის ბულვარი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის (კორტების) ადმინისტრაციული შენობა (12 ივლისიდან) ტელ.: 571 331 774
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები