გაფორმდეს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება - აშშ-ს კონგრესმენების ინიციატივა
ფოტო: Wikimedia
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა 26 ივნისს, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს აწერს 30 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი.
"ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერნი მოგიწოდებთ, რომ აქტიურად განიხილოთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება", - აღნიშნულია წერილში.
წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო მდებარეობა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის.
"საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის რვა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კარიბჭეს, რაც ჯამში 120 მილიონ მოსახლეობასა და 300 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკას მოიცავს. საქართველოზე ასევე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგომომარაგების მარშრუტი", - ავრცელებს წერილის თარგმანს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების ცნობით, კონგრესმენები ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, განსაკუთრებით საგადასახადო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით, რაც მათი აზრით, ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში.
"რეგიონზე ნეგატიური ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ეკონომიკური და სავაჭრო სახის დესტრუქციული ქმედებების გზით წარმოებული აგრესიით, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება არასდროს ყოფილა ასე ღირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპიდან და ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით", - აღნიშნავენ კონგრესმენები.
წერილში ხაზგასმულია:
- აშშ-სა და საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა;
- საქართველოს მიერ ბოლო ორ ათწლეულში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სფეროში მიღწეული პროგრესი;
- ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი;
- ასევე, კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს წამყვანი როლი.
"ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა კავშირებს", - ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები