EMC ომბუდსმენისგან კივის საქმეზე რეაგირებას ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში ითხოვს
ფოტო: კაფე Kiwi
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სახალხო დამცველს მიმართა ვეგანური კაფე კივის ადმინისტრაციის სახელით, რომ რეაგირება მოახდინოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე.
განცხადებაში EMC აცხადებს, რომ კაფის ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, განსხვავებული შეხედულობის, ასევე ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რასაც მოჰყვა ფართით სარგებლობის და ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა.
EMC სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვირის შესახებ კანონით გათვალისწინებული მედიაციის ინსტრუმენტის ფარგლებში, კაფის ფართის გასათავისუფლებლად დამატებითი ვადის განსაზღვრას სთხოვს.
EMC-ის ინფორმაციით, 2016 წლის 29 მაისს, კაფე კივის პერსონალის მიმართ ნეონაცისტური დაჯგუფებისა და შემდგომში ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იძულების შემდეგ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ფართის მესაკუთრის შვილი, მესაკუთრემ დამქირავებელს ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე ადრე (ხელშეკრულების ვადა 2017 წლის ბოლოს იწურებოდა) შეწყვეტა და ერთ თვეში სივრცის დაცლა მოსთხოვა.
ფართის მეპატრონის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ჩაერთო საქმეში და მედიაციის ფარგლებში გამართული მოლაპარაკების შემდეგ კაფის ადმინისტრაციას ფართის დასაცლელად ორკვირიანი დამატებითი ვადა განესაზღვრა.
EMC-ის პოზიცია
"განსხვავებული შეხედულებისა და არანორმატიული გარეგნობის გამო ფართის მესაკუთრის მხრიდან, რომელმაც საკუთრების უფლებით სარგებლობა შეუზღუდა კაფის ადმინისტრაციას, იყო დისკრიმინაციული მოპყრობა.
ნეონაცისტური ჯგუფის თავდასხმამ მეზობლებისა და მესაკუთრის დევნისა და დისკრიმინაციის პროვოცირება მოახდინა და მანამდე შედარებით დაფარულად არსებული მიუღებლობის გამოვლენა დააჩქარა.
თავდასხმის შემდეგ კაფის პერსონალისა და სტუმრების მიმართ ფართის მესაკუთრე ხშირად იყენებდა დისკრიმინაციული და დამაკნინებელი შინაარსის ფრაზებს:
"თქვენი გარეგნობა არმოსწონთ, საქართველოში არ არის ჯერ ესე, შენ რაც გინდა ის იყავი, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდა იყო; "თქვენ როგორც გაცვიათ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ტიტვლები ხართ"; არ გვინდა ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმათქვენნაირ ხალხს უყურონ" და სხვა.
გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფართის მესაკუთრემ, მეზობლების მხრიდან კაფის პერსონალისა და სტუმრების მიუღებლობის მოტივით მთელი რიგი სხვა შეზღუდვები დაუწესა კაფის ადმინისტრაციას, მათ შორის, აიძულა აეღო კაფის წინ ეზოში მდგარი მაგიდები.
დაფიქსირდა მეზობლების მხრიდან პროვოკაციული ქცევისა და სიმბოლურ დონეზე ვეგანური მსოფლმხედველობის დემონსტრაციული შეურაცხყოფის ფაქტებიც.
ძალადობისგან, ქსენოფობიისა და ჰომოფობიისგან თავისუფალი, პლურალური საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დისკრიმინაციისა და სიძულვილის მსგავს გამოვლინებებზე სათანადო რეაგირება და მათთვის ადეკვატური სამართლებრივი შეფასების მიცემა".
კაფე კივის მწვანე და ვეგანური (ცხოველების მიმართ ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის საწინააღმდეგო ფილოსოფია) იდეოლოგიური პლატფორმა აქვს და სოციალური კაფის, ასევე აქტივისტური და სადისკუსიო სივრცის ფუნქციას ასრულებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები