საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს - ანგარიში
ფოტო: csglobe.com
საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა, არასათანადო ჰიგიენური პირობები და საკნებში ცხელი წყლის არარსებობა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც სახალხო დამცველმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქალი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგისას გამოავლინეს.
გაშიშვლების პრაქტიკა
ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაა, დაწესებულებაში მიღებისას ქალი პატიმრების მიმართ გაშიშვლების გზით სრული პირად შემოწმებას კვლავ იყენებენ. როგორც აღნიშნულია, ამ დროს მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსგავსი პრობლემა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა.
"ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე", - ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავენ, რომ მსგავსი წესი მოქმედებდა მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი. ასევე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სრული შემოწმების მეთოდი (პირადი სრული შემოწმება ან სკანერით შემოწმება).
ანგარიშის თანახმად, დაწესებულებაში პირველად მოთავსების დროს ქალ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შემოწმების მეთოდებს შორის არჩევის საშუალება არ აქვთ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პრობლემურია, ასევე, გაშიშვლების მეთოდი. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
ფიზიკური გარემო და სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა
ანგარიშის მიხედვით, დაწესებულების შვიდ საცხოვრებელ კორპუსის საკნებში არ არის საკმარისი ხელოვნური ვენტილაცია. რიგ საკნებში იატაკი არის ბეტონის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს საკნებში ცხელი წყლის არარსებობა. საღამოს 20 საათის შემდგომ იკეტება კორპუსები, რა დროსაც იკეტება საკნის კარებიც. ამის შემდგომ პატიმრებს არ აქვთ საკნიდან გამოსვლისა და აბაზანით სარგებლობის უფლება, რის გამოც, პირადი ჰიგიენის დასაცავად, წყალს საკანში აცხელებენ.
ჰიგიენური საშუალებები - კბილის პასტა, საპონი და ტუალეტის ქაღალდი - ქალ პატიმრებს უფასოდ ურიგდებათ დაწესებულებაში შემოსვლისას და შემდგომში, თვეში ერთხელ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს არასაკმარისია, ამიტომ ჰიგიენურ საშუალებებს პატიმრები ძირითადად მაღაზიაში ყიდულობენ. მაღაზიაში ყიდულობენ ასევე სხეულის მოვლის საშუალებებს:
"პატიმრებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, დაურიგდეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც და მაღაზიაზე არ იყვნენ დამოკიდებული".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა წყლის ხარისხით როგორც სასმელად, ისე რეცხვისთვის:
"მათი გადმოცემით, წყალი ზედმეტად დაქლორილია, აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს. პატიმრები ასევე უჩიოდნენ წყლისგან კბილების დაზიანებას, თმის ცვენას, კანის გამოშრობას. პატიმრების დიდი ნაწილი წყალს მაღაზიაში ყიდულობს. მათი თქმით, წყალს აქვს დიდი რაოდენობით ნალექი".
რაც შეეხება ბრალდებულ ქალებს, ანგარიშის მიხედვით, საპატიმრო განყოფილებაში არსებული საკნების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საკნები საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, იატაკი არის ბეტონის (ცივი), რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ბრალდებულებს საშხაპით სარგებლობა შეუძლიათ კვირაში ორჯერ.
მათივე თქმით, კვირის დღეებში სარეცხი მანქანისთვის სარგებლობისთვის განკუთვნილი დღეები არასაკმარისია, რის გამოც პატიმრებს ტანსაცმლის გარეცხვა უწევთ ხელით, საკანში, სადაც არ მოდის ცხელი წყალი. პირადი ჰიგიენის დასაცავად კი ელექტროჩაიდნით აცხელებენ წყალს.
ასევე, აღნიშნულია, რომ საპატიმროში ბრალდებული ქალებისთვის არ არსებობს სივრცე ფიზიკური აქტივობებისა და ვარჯიშისათვის:
"ბრალდებული ქალები დღის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი სარგებლობენ გასეირნების უფლებით. სასეირნო სივრცე არის საკნის ტიპის, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ არ არის გადახურული".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები