ზაზა სარალიძე: აქცია ჩემი ორგანიზებული არ არის, უკვე ვიკავებ თავს ხალხის შეწუხებისგან
ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge
ზაზა სარალიძე, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაატარა ღამე, ამ წუთამდე პროტესტს აგრძელებს. On.ge-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ დღეს, 19 საათზე საპროტესტო აქცია იმ ხალხმა დაგეგმა, ვისაც სამართლიანობის აღდგენა სურს:
"აქცია ჩემი დაანონსებული არ არის, ვინაიდან, უკვე თავს ვიკავებ ხალხის შეწუხებისგან. ბოლო აქციები, რაც დავაანონსე, მაშინ პირდაპირ ზეწოლაზე წამოვიდა ხელისუფლება და შსს, დაარბიეს ჩემ გამო. შეერთებით შევუერთდები, ნებისმიერ დროს და ადგილზე".
სარალიძის განცხადებით, ის პროტესტს მანამდე გააგრძელებს, სანამ მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ. მისივე ცნობით, დღეს 14 საათზე დაგეგმილია შს მინისტრთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვედრა, რასაც მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე და სახალხო დაცველის აპარატის წამომადგენელიც დაესწრებიან:
"ამოიღებენ იმ ჩვენებებს, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგაა მიცემული, თავად მიხეილ კალანდიას ჩვენებებს. იმედია, სწორად შეაფასებენ და პირდაპირ გადადგამენ ნაბიჯს მისი დაკავებისკენ".
ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს:
"კომისიის მუშაობა არის დიდებული, მარტო იმიტომ ვაფასებ ამ კომისიას რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემა ყველა ადამიანის დაკითხვა".
"ნუ დავტოვებთ მას მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან", - დღეს, 3 ივლისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შსს-ს შენობასთან აქცია გაიმართება. მხარდამჭერები 19 საათზე შეიკრიბებიან.
2 ივლისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა ხორავას საქმის ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. კომისიაში მიიჩნიათ, რომ შესაძლოა, კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის თანამონაწილეა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები