ალგეთი - სოფელი, სადაც მოსახლეობა წვიმის წყალს სვამს
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს.
57 წლის ქამრან ალიევი მისი სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით არსებული ნაკადულიდან ორი სათლით წყალს იღებს და სახლში მიაქვს. წყალი სუფთა არ არის, მაგრამ ალიევების ოჯახი ამ წყალს დასალევად მაინც იყენებს.
"ამ წყალს სახლში დავდგამ, ცოტა ხანს გავაჩერებთ და ნალექი რომ დაილექება, შემდეგ დასალევად გამოვიყენებთ. ამ წყალს ვიყენებთ საჭმლის გასაკეთებლად და სარეცხსაც ამით ვრეცხავთ. არა მგონია, ოცდამეერთე საუკუნეში ასეთ პირობებში სადმე კიდევ ცხოვრობდნენ", - ამბობს ქამრანი და იქვე იმასაც დასძენს, რომ სოფელი, სადაც 4000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იძულებულია სახმარი წყალი იყიდოს, დასალევი წყალი კი მეზობელი სოფლებიდან მოიტანოს: ვისაც მანქანა აქვს, საჭირო წყალი თვითონ მოაქვს. იმ ოჯახებმა კი, რომლებსაც მანქანა არ აქვთ, წყლისმზიდ მანქანებს წყლის მოტანაში ფული უნდა გადაუხადონ.
54 წლის არიფ ჰასანოვი ახლაც წყლის მოსატანად მიდის: "ხანდახან დღეში ორჯერ მიწევს წყალზე წასვლა. სახლში პატარა შვილიშვილი მყავს. ორი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ და სახმარადაც და დასალევადაც ბევრი წყალი გვჭირდება. წლებია უკვე ასე ვცხოვრობთ", - ამბობს არიფი.
"რადგან სასმელი წყალი არ გვაქვს, წვიმის წყალს ვსვამთ. ამის გამო ბავშვები ავად გაგვიხდნენ", - ჩივის სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები ვაგიფ მამედოვი.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში წყლის გაყვანის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთი თვის წინ ისინი მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვსაც შეხვდნენ. აბაზოვი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ყოფილ მერს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, კონკრეტულად როდის შეძლებდა სოფელი წყლის მიღებას.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ ალგეთს წყალი 80-იანი წლებიდან არ მიეწოდება. სოფელში 14 კმ სიგრძის მილსადენი არსებობს, მაგრამ მილი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, რის გამოც მასში გამავალი წყალი ბინძურდება და იკარგება, ამიტომ მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად სოფელ ალგეთის წყალმომარაგებისთვის ალტერნატიული მარშრუტის და პროექტის შემუშავებას გეგმავს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები