49 არასამთავრობო ბრიუსელის სამიტის წინ ნატოს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს
ფოტო: Shutterstock
49 არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიუსელის სამიტის წინ ნატოს, საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს.
არასამთავრობოების განცხადებით, ნატოში გაწევრიანება ქართველი ერის მკაფიო, დადასტურებული და მტკიცე ნებაა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს;
"ეს მხარდაჭერა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საერთო რეიტინგსაც კი აჭარბებს", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოების პოზიციით, საქართველოს მრავალი სირთულე შეხვდა ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო.
"ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის მიერ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველომ შეძლო ამ პოლიტიკური კურსის შენარჩუნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოების მიმართვა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს მიმოიხილავს.
"ამ პროცესმა წაახალისა რეფორმები, რომელთა მიზანი თანამედროვე, დემოკრატიული და დაცული საზოგადოების ჩამოყალიბებაა. მან საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინა რწმენა, რომ საკუთარი მომავლის განკარგვა შესაძლებელია და ძლიერი სტიმული მისცა სახელმწიფო ინსტიტუციების ასაშენებლად, დემოკრატიის გასავითარებლად და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის გარდასაქმნელად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად. ქვეყანა კვლავაც დგას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე.
"მთლიანობაში, ქართული საზოგადოება ევროპული დემოკრატიაა და ამდენად, ეს გამოწვევები დიდწილად ჰგავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ევროპული ქვეყნები ნატოში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც იდგნენ. საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში", - ვკითხულობთ მიმართვაში.
არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს საქართველოს განვითარებას.
"ჩვენ ასევე მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 49 არასამთავრობო ორგანიზაცია.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
- მედიის განვითარების ფონდი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
- მწვანე ალტერნატივა;
- საზოგადოება და ბანკები;
- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი;
- ლიბერალური აკადემია-თბილისი;
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
- დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი);
- რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური);
- ასოციაცია დეა (ზუგდიდი);
- საქართველოს სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი);
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი);
- ღირსეული სიბერე (ქობულეთი);
- ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული);
- ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი);
- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი);
- საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა)იმერეთის წარმომადგენლობა (ქუთაისი);
- ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული);
- მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა);
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე);
- კავშირი "ვეჟინი" (გურჯაანი);
- კავშირი-სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანი" (სიღნაღი);
- ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი);
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი);
- დემოსი (რუსთავი);
- უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი);
- ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი "პროგრესის სახლი" (ოზურგეთი);
- ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირი" (ჭიათურა);
- კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი);
- კავშირი საფარი;
- კავშირი "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება";
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი;
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები