ლელა ქებურია

ლელა ქებურია

4 Jul. 2018, 16:18

მარტივი მათემატიკით ვიცით, რომ თოთხმეტს მინუს სამი არის თერთმეტი და თერთმეტი ნაკლებია თოთხმეტზე, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, რამდენი მილიონია თოთხმეტს მინუს სამი; პენსიონერს აინტერესებს, თუ რამდენი ლარით გაზრდილი პენსიაა თოთხმეტს მინუს სამი; პედაგოგს, რომლის ხელფასი საჯარო მოხელის მინიმალურ ხელფასსაც კი არ უტოლდება, აინტერესებს თოთხმეტს მინუს სამი რამდენით გაზრდილი ხელფასია; დევნილებს აინტერესებთ, თოთხმეტს მინუს სამი რამდენით მეტი საცხოვრებელი კორპუსია; მოსახლეობის 21%-ს, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, აინტერესებს რამდენით მეტი კეთილდღეობაა თოთხმეტს მინუს სამი.

საყოველთაო უმუშევრობის ფონზე კვალიფიციური კადრების გაშვებისკენ არავინ მოგიწოდებთ, მაგრამ საჯარო სამსახური არ არის თქვენი პარტიული აქტივისტების სოციალური სააგენტო. გუშინ, მთელმა საზოგადოებამ ნახა არაკვალიფიციურობის საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და უცოდინრობის მაგალითი, როცა საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამომძიებლების დაკითხვა მიმდინარეობდა. მსგავსი ადამიანები არ უნდა ფინანსებოდნენ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან.

დიახ, მე მირჩევნია უფუნქციო დამსკანერებლის დამხმარის ნაცვლად იხეიროს პენსიონერმა, პედაგოგმა, სოციალურად დაუცველმა, დევნილმა და სხვა სოციალურად მოწყვლადმა ფენამ, ვიდრე თქვენმა პარტიულმა აქტივმა. დიახ, მინდა ზუსტად ვიცოდე რას უდრის თოთხმეტს მინუს სამი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…