ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები კინოცენტრის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
მას შემდეგ, რაც სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის დროს, კინოცენტრის ჟიურის წევრის მიერ კონკურსანტის ნამუშევრის არაეთიკურ შეფასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა და ამასთან კინოკონკურსებისთვის ჟიურის წევრები ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ცენტრში არსებული რიგი პრობლემების გასაჯაროება, რადგან, მათი მცდელობის მიუხედავად, ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა.
ისინი განმარტავენ, რომ 17 ივლისს ვაკის პარკის კინომოძრაობამ კინოცენტრს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელსაც სექტორის 222 წარმომადგენელი აწერდა ხელს და პრობლემების განსახილველად კინოცენტრის ხელმძღვანელობასთან ღია შეხვედრას მედიის თანდასწრებით ითხოვდა. მათ ასევე სურდათ, მოძრაობის მიერ შემუშავებულ ინიციატივებზე გრძელვადიანი დიალოგის დაწყება.
აღნიშნული წერილით მოძრაობამ უნდობლობა გამოუცხადა ახალი დირექტორის შემოთავაზებულ ცვლილებას ლოტოტრონის პრინციპით ჟიურის წევრების შერჩევასაც. ჯგუფმა განმარტა, რომ აღნიშნული პრინციპით დირექტორი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას, კინოცენტრი კი უარს ამბობს შეიმუშავოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი მექანიზმი, რომელიც გაზრდიდა ჟიურის შერჩევისა და პროექტების შეფასების ხარისხობრივ მაჩვენებელს.
მოძრაობა განმარტავს, რომ ცენტრმა აღნიშნულ წერილზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ზედიზედ ორი კონკურსისთვის ჟიურის წევრები ლოტოტრონის პრინციპით შეარჩია და არ გაითვალისწინა მოძრაობის პოზიცია. ამასთან, ცენტრის დირექტორმა, ზურა მაღალაშვილმა მათთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს მაღალაშვილი Facebook-ის მეშვეობით პასუხობს და განმარტავს, რომ ალბათობის წესით კომისიის წევრების შერჩევა (გულისხმობს ლოტოტრონს) არის უმნიშვნელოვანესი საკითხის, კონკრეტულ პროექტზე მორგებული კომისიის წევრების დაკომპლექტების მექანიზმზე უარის თქმა:
"სწორედ დირექტორის მიერ კომისიის წევრების შერჩევა იძლევა პროცესების მანიპულირების საშუალებას, უხეშად რომ ვთქვა, „გაიყვანო“ თუ არა რომელიმე პროექტი. ეს არის მანკიერი პრაქტიკა და ვფიქრობ, ღია წერილზე ხელმომწერთა უმრავლესობა ამ თემაზე არ დაფიქრებულა.
სასურველია გვესმოდეს, რომ ალბათობის სისტემით საექსპერტო კომისიის წევრების დაკომპლექტების შემთხვევაში, კინოცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია არა მარტო კომისიის 8 ან 5 წევრზე, არამედ იმ სიაზე, საიდანაც ხდება კომისიის წევრების შერჩევა.
შესაბამისად, იზრდება ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხიც, მაგრამ, გარდა იმ პროფესიული კრიტერიუმებისა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრის ბიოგრაფია, გამოცდილება და რეპუტაცია, ბუნებრივია, ბოლომდე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას კონკრეტული პიროვნების ეთიკურ კოდექსსა და გამოხატვის ფორმებზე".
როგორც On.ge-ს კინოცენტრში განუცხადეს, მაღალაშვილი კინემატოგრაფისტებთან ჯერ სამუშაო შეხვედრების გამართვას გეგმავს, ხოლო მოგვიანებით მათ მედიის თანდასწრებითაც შეხვდება.
7 ივლისს ნოდარ ნოზაძემ კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ფილმის - არმატურის სცენარის შეფასების შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ჟიურის წევრის მიერ პროექტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იყო შეფასებული:
"სცენარის კითხვისას ხან ვარწ-ევდი, ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია".
თუმცა, მოგვიანებით ეროვნული კინოცენტრი ჟიურის წევრის მიერ არმატურის შეფასებისას გაკეთებულ წერილობით კომენტარს გამოეხმაურა და ბოდიში მოუხადა კონკურსის მონაწილეებს იმის გამო, რომ ჟიურის წევრის არაეთიკური ჩანაწერი სათანადოდ არ გაკონტროლდა და მოხვდა მიღებულ საბუთებში.
დღეიდან ვაკის პარკის კინომოძრაობა იწყებს კინოცენტრში არსებული პრობლემების გასაჯაროებას მედიისა და კინოსექტორის აქტიური ჩართულობით:
"ჩვენ ვუბრუნდებით 17 ივლისის წერილში წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელსაც იზიარებს სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი (222 ხელმომწერი) და განმეორებით ვითხოვთ შეხვედრას კინოცენტრის ადმინისტრაციასთან მედიის თანხლებით.
კინოცენტრი არის საჯარო ორგანიზაცია და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ კი გაგვაჩნია პასუხისმგებლობა წერილზე ხელმომწერთა წინაშე და ვგეგმავთ მუდამ საქმის კურსში ვამყოფოთ საზოგადოება ჩვენი საქმიანობის, კონკრეტული შემთხვევების და განხლივების პროცესების შესახებ".
კინოცენტრის ჟიურის წევრმა საკონკურსო სცენარი შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეაფასა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები