დემოკრატიის გამოწვევები და დამოუკიდებლობის 242-ე წელი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც შეერთებულ შტატებში 4 ივლისს აღნიშნავენ, ამერიკელთათვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ქვეყნის დაბადებას 1776 წლის მერე მუდამ გამორჩეულად აღნიშნავენ. პიკნიკებისა და ფოიერვერკების გარდა, ამავე დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ ქვეყნის დემოკრატიულ იდეალებზე, ღირებულებებზე, რომლთა საფუძველზეც ის შეიქმნა.
უკანასკნელ წლებში ამერიკული დემოკრატიის გამოწვევებზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ, მით უფრო უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, სადაც საერთო ნიადაგის პოვნა უფრო და უფრო რთულდება.
დემოკრატიულ იდეალებზე საუბარი თუ ბრძოლა ბევრ შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციებით გრძელდება. ბოლო წლებში არაერთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ამერიკის ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
პროტესტი საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით. 30 ივნისი, 2018 წელი.
ფოტო: Reuters
განხეთქილების ერთ-ერთი უახლესი საგანი უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობაა. მოსამართლე ენტონი კენედის შემცვლელის კანდიდატი პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს უნდა დაასახელოს. ორივე პარტია მზადაა სენატში საბრძოლველად. კანდიდატის სენატის წინაშე წარდგენას მთელი ქვეყანა ელოდება.
"ტრამპი მეფე არ არის. ხალხი ამას წინ აღუდგება. ვერავინ დიაკავებს ადგილს უზენაეს სასამართლოში ამერიკის სენატის დამტკიცების გარეშე", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა მასაჩუსეტსის შტატიდან - ელიზაბეტ უორენმა გასულ კვირას სასამართლოს წინ მოწყობილი მსვლელობისას.
თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებიც არ არიან ჩუმად. ისინი ენთუზიაზმით უდგანან გვერდით პრეზიდენტს, რომელმაც "ამერიკის დიდების აღდგენის" პირობა დადო. დონალდ ტრამპი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ თავი მოიწონოს ამერიკის ძლიერი ეკონომიკით და მის მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმით.
"ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს, ვიბრუნებთ სამუშაო ადგილებს. ვიბრუნებთ ჩვენს დიდ მიწას. ვიბრუნებთ ჩვენს მშვენიერ ამერიკულ ოცნებებს", - იმეორებს პრეზიდენტი.
მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკური განსხვავებები კიდევ უფრო გამწვავდა, განსაკუთრებით კი რუსეთის არჩევნებში ჩარევის სპეციალური გამოძიების პარალელურად. გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების უმეტესობა მხარს უჭერს გამოძიებას, მაგრამ მზარდია იმ რესპუბლიკელების რაოდენობა, რომლებიც ამ გამოძიებას საზოგადოებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. მაგალითად კონგრესმენმა ტრეი გოუდიმ სამხრეთ კაროლინიდან გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს გამოძიებამ, მთავარია ის საჩქაროდ დასრულდეს, რადგან "ქვეყანა ორადაა გაყოფილი".
დემოკრატიის გამოწვევები ფიგურირებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც. ბოლო ორპარტიული კვლევა, რომელიც ჯორჯ ბუშის ინტსტიტუტმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრმა და ფრიდომ ჰაუსმა ერთობლივად ჩაატარა, აჩვენებს, რომ იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან.
გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ მოცემულ დროს ამერიკის დემოკრატია "სუსტია". ათიდან 8 ამბობს, რომ "ძალიან" ან "გარკვეულწილად, ნაწილობრივ" შეშფოთებულია ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობით.
კვინიპიაკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით კი, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა პოლიტიკაში ცივილურობის ნაკლებობაა.
"ამერიკული უნივერსიტეტის" ისტორიკოსი ალან ლიჩმენი ამბობს, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, მათი ინტერესები უგულებელყოფილია ამ ქვეყანაში პოლიტიკური მრწამსის, გენდერის, რასის, რელიგიის გამო. "ეს კი თანამედროვე ამერიკის ისტორიაში საკმაოდ დიდი ხანია არ გვინახავს", - ამბობს ლიჩმანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ისედაც პოლარიზებული ამერიკული პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად დაყოფის სიმბოლოდ იქცა.
"თავად ტრამპი ახდენს მდგომარეობის ძლიერ პოლარიზებას. საზოგადოებაც ძალიან პოლარიზებულია", - ამბობს "გალოპის" გამოკითხვების ერთ-ერთი სპეციალისტი ფრენკ ნიუპორტი.
"ისინი წუხან მთავრობის შესახებ, შეშფოთებულნი არიან გრძელვადიანი ეკონომიკური სიძლიერისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საკითხების გამო, ყველაფრის გამო, რაც ირგვლივ ხდება. ასე რომ, მისი დიდი ეკონომიკური წარმატება სხვა საკითხებთან შედარებით, არ გადაზრდილა ზოგად კმაყოფილებასა და მისი საქმიანობის დადებით შეფასებაში", - ამბობს ანალიტიკოსი.
4 ივლისი ტრადიციულად პოლიტიკური განსხვავებების დავიწყების და საერთო დღესასწაულის დღე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბოლო წლებში ეს განსაკუთრებით რთული მისაღწევი ხდება. გასულ 20 წელიწადში ამერიკელებმა გამოსცადეს ძლიერი ტერორისტული თავდასხმა თავის ქვეყანაში, პირველად ისტორიაში აირჩიეს შავკანიანი პრეზიდენტი, ამის შემდეგ კი კონსერვატულ, ნაციონალისტურ დღის წესრიგს მიუბრუნდნენ და სწორედ ასეთი კანდიდატი აირჩიეს პრეზიდენტად.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური დისკურსით ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა. ისინი მიიჩნევენ, რომ მწვავე პოლიტიკური განსხვავებები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და საერთო ენის გამონახვა უფრო და უფრო რთულდება, რაც დამატებითი გამოწვევაა ამერიკის დემოკრატიისთვის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები