GDI 2015 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ანგარიშს აქვეყნებს
რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები, მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა აქტუალური საკითხები - ეს არის ის, რაც მოხვდა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის 130-გვერდიან ანგარიშში.დოკუმენტი დღეს, 28 მარტს, გამოქვეყნდა და მასში გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაა ასახული.
როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, ანგარიშში მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს დიდი ყურადღება დაეთმო. მშვენიერაძის თქმით, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები იმისთვის, რომ მას არხის სარედაქციო პოლიტიკაზე მოეპოვებინა გავლენა, ხოლო სამომავლოდ მისთვის სასურველი პირების მხრიდან ტელევიზიის დაპატრონება გაეხადა შესაძლებელი:
"ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც პროცესები პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანა და დაუბრუნა სამართლებრივ სივრცეს. თუმცა, ეს საკითხი საბოლოოდ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლების ეს მცდელობა იყო კარგი სიგნალი იმისთვის, რომ ტელეკომპანიები, რომლებიც მისთვის მიუღებელ სარედაქციო პოლიტიკას ეწევიან, შესაძლებელია ხელისუფლებიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ".
მშვენიერაძემ ასევე ხაზი გაუსვა გიგი უგულავას საქმესაც და განმარტა, რომ ამ საქმის პოლიტიკურად მიკერძოებულობაზე არა მხოლოდ დემოკრატიული ინიციატივა, არამედ ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საუბრობენ.
ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, თანასწორუფლებიანობით სარგებლობის დარღვევის, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების, სეკულარიზმის პრობლემებისა განხილვასა და დომინანტური რელიგიური ჯგუფის მზარდ გავლენას საჯარო პოლიტიკაზე.
მშვენიერაძის აზრით, ასევე პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითია რუსთავი 2-ის მხარდამჭერების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც, როდესაც მსგავს შემთხვევებში, ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურად რეაგირებდა და მხოლოდ ასლარიანი ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ როდესაც საკითხი ეხება პოლიტიკურად მიუღებელ ან დაპირისპირებულ სუბიექტებს, მართლმსაჯულების სისტემა მხარს უჭერს ხელისუფლებას და მოქმედებს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებულად.
მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ "სიძულვილის ენა არ უნდა იყოს დასჯადი", თუმცა საჯარო პირებისა და პოლიტიკოსებისათვის თვითრეგულირების მექანიზმები უნდა არსებობდეს, ამასთანავე ეს ქმედება შეიძლება მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. მისი თქმით, ამ კუთხით ცვლილებების განხორციელებაზე ორგანიზაცია უკვე მუშაობს და სულ მალე შესთავაზებს ხელისუფლებას:
"მე მიმაჩნია, რომ თუ მმართველ გუნდს უნდა მათგან(დეპუტატების არაკორექტული კომენტარებისგან) გამიჯვნა და მათ პოლიტიკას ემიჯნება, ძალიან ბევრი ბერკეტი და საშუალება აქვს იმისა, რომ ამას მიაღწიოს. მინიმუმ შეუძლია, საჯარო განცხადებებით გაემიჯნონ მათ და უფრო მეტიც, მას შეუძლია საერთოდ დაატოვებინოს საკუთარი რიგები".
ანგარიში 130 გვერდიანია და მასში ცალკე თავები ეთმობა შემდეგ საკითხებს: მართლმსაჯულება საქართველოში და პოლიტიკური მოტივებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, შეკრება-მანიფესტაციის უფლების დარღვევები, თანასწორუფლებიანობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეები, სეკულარიზმის წინაშე არსებული გამოწვევები,ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების დარღვევის საკითხები, მედიის წინააღმდეგ წარმოებული პროცესები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები