როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს
ფოტო: Fox
უბედური შემთხვევები ხშირად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ მათი თავიდან არიდება რთულია, ცუდი სიტუაციებისთვის მომზადება წინასწარ ნამდვილად შეგვიძლია.
ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც სახლს და ოჯახს შეიძლება შეემთხვეს. თითქმის წარმოუდგენელიც კია, ამ საშინელ ამბავს დანაკარგისა და ფინანსური ზარალის გარეშე გადაურჩე, თუმცა მთავარი, რაც ცეცხლის გაჩენის მომენტში უნდა გახსოვდეთ ისაა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია.
ადგილიდან გამოღწევა
თუ კვამლს შეამჩნევთ, პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, განგაშის ატეხვაა. იყვირეთ ხმამაღლა და გააგებინეთ ყველას, რადგან ხანდახან ყველაფერს წამები წყვეტს. დარეკეთ 112-ზე და ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ. თუ კარის სახელური შეხებისას ცხელი მოგეჩვენებათ, კარს ნუ გაააღებთ. იპოვეთ სხვა გასასვლელი, მაგალითად, ფანჯარა. თუ კარის სახელური ცივია, გახსენით ნელა და გახოხდით იატაკზე.
ქვემოთ დახრა ან გახოხება უმნიშვნელოვანესია, რადგან ადამიანებს ხშირად ცეცხლისგან დამწვრობა კი არა, კვამლის შესუნთქვა კლავთ. გარდა ამისა, იატაკთან ახლოს ტემპერატურაც დაბალია. თუ დრო გაქვთ, დაიფარეთ მთელი სხეული სქელი ტანსაცმლით და აიფარეთ სველი ნაჭერი პირზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თუ სიტუაცია იმდენად მწვავეა, რომ გაღწევას ვერ ახერხებთ, ამოქოლეთ კარის ღრიჭოები პირსახოცით ან ტანსაცმლით.
არ დაკარგოთ დრო
მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, ნივთების შეგროვებაში დროის დაკარგვაა. სახლი შეიძლება რამდენიმე წუთში დაიწვას, თქვენ კი შიგნით ხაფანგში გამომწყვდეული აღმოჩნდეთ.
თუ ფულზე თუ ძვირფასეულობაზე ღელავთ, მარტივი და ბანალური გამოსავალი სეიფის ქონაა.
შეუთანხმდით ოჯახის წევრებს სამოქმედო გეგმაზე
წესებზე შესათანხმებლად ხანძრის შემთხვევაში დრო არ გექნებათ, ასე რომ, ეს წინასწარ, სრულიად ჩვეულებრივ დღეებში უნდა გააკეთოთ. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს წარმოსახვით ხანძარზე, რომლის დროსაც ყველამ მობილიზებულად უნდა იმოქმედოს. რა გზები არსებობს ევაკუაციისთვის? სად უნდა შეხვდეთ მას შემდეგ, რაც ყოველი თქვენგანი გამოაღწევს ცეცხლმოდებული სახლიდან? გაითვალისწინეთ, რომ არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე შენობაში თავიდან შებრუნება. თუ იცით, რომ შენობიდან ვინმემ ვერ გამოაღწია, მიანდეთ ეს საქმე მეხანძრეებს.
აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში 112-ზე დარეკონ და აუხსენით, როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციებში.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ სხვა შუადღის დღევანდელი გადაცემა, სადაც სწორედ ხანძარზე ისაუბრეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები