პირველი ადამიანი მარსზე - ნასა 17 წლის გოგოს მნიშვნელოვანი მისიისთვის ამზადებს
ფოტო: nasablueberry
ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ, რომ კოსმოსში ემოგზაურათ და მზის ირგვლივ მბრუნავი პლანეტები საკუთარი თვალით ენახათ. სამყაროს ყველაზე ამოუცნობი ადგილების მიმართ დიდ ინტერესს ისიც ადასტურებს, რომ ამ თემაზე გადაღებული ფილმები თუ სერიალები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
გასული თუ ახლანდელი საუკუნის მიღწევების მიუხედავად, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებასა და შესაბამისად კოსმოსის უკეთ ათვისების მხრივ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს, დედამიწის მაცხოვრებლების უმრავლესობისათვის, კოსმოსურ ხომალდში ჩაჯდომა და კოსმოსური მისიისთვის მზადება მიუღწეველ ოცნებად რჩება.
მიუხედავად ამისა, არსებობენ გამონაკლისებიც. 17 წლის ელისა კარსონმა მოახერხა და საკუთარ ოცნებასთან უკვე ძალიან ახლოსაა. ამერიკელი გოგოს მიზანია, რომ ის იყოს პირველი ადამიანი მარსზე, ამისთვის კი უკვე დიდი ხანია, რაც ნასაში სპეციალურ მომზადებას გადის, რათა პროფესიონალი ასტრონავტი გახდეს და 2023 წელს წითელ პლანეტაზე ფეხი დადგას.
ფოტო: Origo
გამორჩეულად ნიჭიერმა გოგომ ყურადღება ადრეულ ასაკშივე მიიქცია, რადგან ის პირველი ადამიანი იყო, რომელიც 14 წლის ასაკში ნასას ვიზიტორების 14-ვე ცენტრში იყო ნამყოფი. ოდნავ მოგვიანებით კი კოსმოსური აკადემიაც დაამთავრა.
ფოტო: nasablueberry
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ელისას ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა პატარა ასაკშივე მოესწრო. როგორც ვთქვით, მარსის მისია 2023 წლისთვის იგეგმება და ამ მოგზაურობისთვის, საგანგებოდ არჩეული ახალგაზრდა ასტრონავტი ფიზიკურადაც არაჩვეულებრივ ფორმაში უნდა იყოს და პარალელურად, აუცილებელ უნარებსაც კარგად ფლობდეს.
ფოტო: nasablueberry
ახალგაზრდა ასტრონავტი, რომელიც ჯერ სრულწლოვანიც კი არ არის და კოსმოსთან დაკავშირებით დიდებული გეგმები აქვს, ინგლისურის გარდა ჩინურად, ფრანგულად და ესპანურად საუბრობს. მისი ყველაზე დიდი გამოწვევა კი დროის უკმარისობაა, რომელიც ასეთ ამბიციურ და მიზანდასახულ ადამიანებს არასდროს ჰყოფნით.
"მარსზე გასამგზავრებლად მუდმივი ფიზიკური მომზადება საკმაოდ დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მათთან გამკლავებას ყოველთვის ვახერხებ", - ამბობს ელისა.
ფოტო: Rocket Women
ასტრონავტობის გარდა, ელისა ყველასათვის მისაბაძი ახალგაზრდაა, რადგან თანატოლებს ყოველთვის მოუწოდებს, რომ მიუხედავად დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული უამრავი პრობლემებისა, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს თქვან. 17 წლის გოგოს ინსპირაციის წყარო კი განსაკუთრებით ქალი ასტრონავტები არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები