საქართველოს ეკონომიკის ოთხი მთავარი გამოწვევა - მინისტრობის კანდიდატის ხედვა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს ეკონომიკის სფეროში არსებულ სისტემურ და კერძო გამოწვევებზე ისაუბრა და სამოქმედო ხედვა წარმოადგინა.
სისტემური მიმართულებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა 4 მთავარი გამოწვევა გამოყო:
საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების არადამაკმაყოფილებელი ტემპები
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების აჩქარება მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უზრუნველყოფს.
ინიციატივები
- საშუალო და მცირე ბიზნესს მიეცეს კრედიტის მარტივად აღების საშუალება;
- ე.წ. კლასტერიზაცია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის გაერთიანება.
ინდუსტრიალიზაციის დონის აჩქარება
გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოს აქვს გარე ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება, მაგრამ წარმოებების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ინიციატივა
- საქართველოს ე.წ. შედარებითი უპირატესობების გააზრება. "ჩვენ ყველა სექტორზე ორიენტირებული ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სექტორები, რომელშიც ვფიქრობთ, რომ გვაქვს უპირატესობა და მოვიზიდოთ ინვესტიციები", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
- წარმოების დანერგვა მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე. "ეს ყველაფერი იქნება ექსპორტზე ორიენტირებული რაც მყარ ვალუტას მოგვიტანს", - ამბობს ქობულია.
რეგიონების განვითარება
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, აგრარულ სექტორსა და მომიჯნავე სექტორებში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც მოგვარება სჭირდება.
ინიციატივა
- კომპლექსური მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
- მსხვილი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც დასაქმდებიან არა აგრარულ, არამედ აგრარულ სექტორთან მომიჯნავე სექტორებში. მინისტრობის კანდიდატის ხედვით, ეს შექმნის დაკომპლექტებულ ინფრასტრუქტურას სოფლის მეურნეობის შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით.
ლოჯისტიკური ჰაბი
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ხშირად საუბრობენ, რომ საქართველო ლოჯისტიკური ჰაბია, თუმცა ამ შესაძლებლობის განსავითარებლად და განსახორციელებლად ცოტა კეთდება.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კერძო გამოწვევებთან ერთად, ოთხი სისტემური დაბრკოლებაც გამოყო.
ოთხი სისტემური დაბრკოლება
- ადამიანური რესურსი, განათლება, ხალხი და ხალხის უნარ-ჩვევები;
- საერთაშორისო ბაზრებსა და ეკონომიკაში ინტეგრაცია."საქართველო, როგორც ქვეყანა შიდა ბაზრის ხარჯზე ვერ იარსებებს. ჩვენი ყველა ინვესტიცია უმეტესად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მინისტრმა;
- ინფრასტრუქტურის განვითარება;
- საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სწორად უნდა დაიგეგმოს სამოქმედო გეგმა, ინიციატივების აღსრულების დისციპლინაც უნდა გაძლიერდეს.
მისი თქმით, მეტი გამჭვირვალეობისთვის შეიქმნება ციფრული ბაზა, სადაც მიმდინარე ინიციატივების შესახებ ინფორმაცია განახლდება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები