Hennessy Be Very Special ბარმენების კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ცისკაძე გახდა
ჰენესის ბარმენების კონკურსზე Hennessy Bartenders Competition 2018, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდა, ალექსანდრე ცისკაძემ უნიკალური საავტორო კოქტეილი წარმოადგინა. სასმელში ძირითადი ინგრედიენტი Hennessy VS იყო, გამორჩეულ ნოტებს კი მას ალექსანდრეს მიერ დამზადებული ქაცვის სიროფი სძენდა. კოქტეილს ბარმენმა ტატანო დაარქვა, რაც ბესიკის ცნობილი ლექსის ალუზიაა.
ალექსანდრე ცისკაძე ამბობს, რომ კარგად იყო მომზადებული და კონკურსში მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადგილის მოპოვების მიზნით მონაწილეობდა. იგი ფიქრობს, რომ კონკურსის ჯილდო – საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში ჰენესის ტურში გამგზავრება მისთვის პროფესიული ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ჰენესის ბარმენების კონკურსში გამარჯვებულმა ალექსანდრე ცისკაძემ ბარმენად მუშაობა ზუსტად ათი წლის წინათ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ბარში ემუშავა, რამაც განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილება შესძინა.
კონკურსში Hennessy Bartenders Competition 2018 მონაწილეობა სააპლიკაციო ფორმებით ხორციელდებოდა. ყველა კოქტეილის შემადგენლობაში საბაზისო კომპონენტი Hennessy Very Special უნდა ყოფილიყო. ფინალური ეტაპისთვის მიქსოლოგების გუნდმა და Moet Hennessy CIS-ის ბრენდ ამბასადორებმა ექვსი მონაწილე შეარჩიეს: ანრი ბიგვავა – როზმარინიანი კოქტეილით Smoked Rosmarine; რომანოს სუვარიანი – კოქტეილით Umami, ნეკერჩხლის სიროფით, სანთლის ფიჭით, ლაიმის წვენით, გირჩის ნაყენითა და ჯანჯაფილით; ალექსანდრე ცისკაძე – გამარჯვებული კოქტეილით ტატანო; ბექა ჯოხაძე – წითელი ვერხვის კოქტეილით; კობა აბრამიშვილი – ციტრუსოვანი ბატონი ოფიცერით; ტატიანა ბოგაჩენკო – Special Nature-ით.
პირველი ადგილის მფლობელის გარდა კიდევ ორი კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა: კოქტეილის საუკეთესო გაყიდვები და Digital Voting, კონკურსის ვებგვერდზე beveryspecial.ge ელექტრონული ხმის მიცემის გზით. ამ ორივე კატეგორიაში კონკურსის ფინალისტმა ანრი ბიგვავამ გაიმარჯვა. გამარჯვებულები სასტუმრო Moxy-ში გამართულ გალა საღამოზე დააჯილდოეს.
საქართველოში Hennessy-ს ბარმენების კონკურსი პირველად ჩატარდა. მისი მიზანი მიქსოლოგიის კულტურის განვითარება და ამ სფეროში მსოფლიო ლიდერებთან გათანაბრებაა. კონიაკის სახლი Moet Hennessy გეგმავს, საქართველოში ბარმენების კონკურსი ტრადიციად აქციოს.
გამარჯვებულ ალექსანდრე ცისკაძეს წინ გამოცდილებებითა და სიახლეებით სავსე Hennessy-ს ტური ელის. ის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში გაემგზავრება, სადაც Hennessy-ს კონიაკის შექმნისა და განვითარების 250-წლიან ისტორიას გაეცნობა.
Hennessy 1765 წელს ირლანდიელმა ოფიცერმა რიჩარდ ჰენესიმ დააარსა და ის დღემდე ინარჩუნებს ყველაზე პრესტიჟული, გამორჩეული მარკის წოდებას.
Hennessy LVMH ჯგუფის წარმომადგენელია. ეს კონიაკი ყურძნის არომატული ჯიშისგან – Ugni Blanc-ისაგან მზადდება მხოლოდ ქალაქ კონიაკში. სასმელი ორასწლოვანი მუხის კასრებში ინახება, შემდეგ კი განსაკუთრებული ოსტატობით ზავდება. Hennessy-ს კონიაკის სახლი მუდმივად ეძებს ინოვაციებს და მისი საკულტო სასმელი არასოდეს კარგავს აქტუალურობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები