მცირეოდენი სპოილერები მათთვის ვინც ჰარი პოტერსა და დაწყევლილ ბავშვს სულმოუთქმელად ელოდა
ფოტო: SAM HAYSOM/MASHABLE COMPOSITE
წლის ყველაზე გახმაურებული წიგნის, ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის პრეზენტაცია 31 ივლისს, ლონდონში შედგა. რის შემდეგაც წიგნმა უამრავი გამოხმაურება და შეფასება მიიღო, როგორც კრიტიკოსების ასევე ფანების მხრიდან.
ვინაიდან ქართველი მკითხველი წიგნს შედარებით გვიან გაეცნობა, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც მაშაბლის ბლოგერმა სემ ჰეისომმა გაავრცელა. მართალია შეძლებისდაგვარად სპოილერებისგან გაფილტრულია, მაგრამ მათ ვინც სპოილერებს გმობს, ვურჩევთ სტატიას თავი აარიდოს.
ამონარიდებით თუ ვიმსჯელებთ წიგნი სავსეა ემოციური მომენტებით, როგორც როულინგს ჩვევია უამრავი პრობლემით და სიყვარულით. გარდა ამისა ავტორმა იზრუნა იმაზე, რომ ძველი პერსონაჟების მნიშვნელოვანი როლი ამ წიგნშიც გამოკვეთილიყო.
სავსებით მოულოდნელად ახალ წიგნში დრაკო მალფოის პერსონაჟის გულახდილობას და "გაადამიანურებას" აღმოვაჩენთ.
1. დრაკო მალფიო მიმართავს ჰარის, რონს და ჰემრიონს:
"თქვენ სამნი ბრწყინვალე იყავით, ერთმანეთი გიყვარდათ, ბედნიერად ატარებდით დროს. მე მშურდა თქვენი, რადგან თქვენი მეგობრობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველაფერი".
2. დრაკო მალფოი ჰარის:
"მარტოობა ისეთი რთულია. მე მარტო ვიყავი და საკუთრი თავი სიბნელემდე მივიყვანე. ძალიან დიდი ხანი ტომ რიდლიც მარტო იყო. თქვენ ამის გაგება არ შეგიძლიათ ჰარი, მაგრამ მე შემიძლია".
3. დრაკო მალფოი ჰარის:
"ძალიან რთულია იყო დრაკო მალფოი, მე ყოველთვის მარტო ვიქნები. ჩემში ყოველთვის შეიტანენ ეჭვს. არანაირი შანსი არ მაქვს წარსულს გავექცე".
4. დრაკოს პასუხი ჰარის კითხვაზე რა სურდა ყველაზე მეტად ბავშვობაში:
"ქვიდიჩის თამაში. მაგრამ მე კარგი მოთამაშე არ ვიყავი. თუმცა, ყველაზე მეტად მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი".
ვნახავთ იმასაც, რომ ჰარი დღემდე ვერ გათავისუფლდა პასუხისმგებლობის გრძნობისგან და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროის ყველაზე ბოროტი ჯადოქარი დაამარცხა, თავს მაინც დამნაშავედ გრძნობს.
5. ჰარი პოტერი ჯინის:
"ბიჭი, რომელიც გადარჩა? რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს ბიჭისთვის, რომელიც გადარჩა?"
6. ჰარი ჯინის:
"მე არ უნდა გადავრჩენილიყავი - ეს იყო ჩემი ბედი, მე უნდა მოვმკვდარიყავი, დამბლდორიც კი ასე ფიქრობდა. მაგრამ მე გადავრჩი, დავამარცხე ვოლდემორი და ამდენი ადამიანი დაიღუპა ჩემ გამო - ჩემი მშობლები, ფრედი, ჰოგვარტსის ომის დროს დაცემული ორმოცდაათი ადამიანი და მე ცოცხალი ვარ. ჩემი ბრალია."
როგორ ჩანს მამის წარსული მძიმედ აისახა ალბუსზეც.
7) ალბუს პოტერი მიმართავს სტუდენტებს, რომლებიც მას დასცინიან:
"მე არ ამირჩევია, მე არ გამიკეთებია არჩევანი რომ მისი შვილი ვყოფილიყავი".
8) ალბუს პოტერი:
"მე ვიცი რას ნიშნავს იყო სათადარიგო".
და რაც მთავარია, ჯოანმა იზრუნა იმაზე, რომ ამ წიგნშიც არ დაეკარგა ალბუს დამბლდორის უდიდესი როლი და გულისამაჩუყებელი რჩევები სიყვარულზე.
9) ალბუს დამბლდორი ჰარის:
"ჰარი, ამ ბინძურ ემოციურ სამყაროში იდეალური პასუხი არ არსებობს. სრულყოფილება კაცობრიობისთვის მიუწვდომელია, ისევე როგორც მიუწვდომელია მაგიისთვის. ბედნიერების ყოველ ბრწყინვალე მომენტში არის შხამის წვეთები, ეს არის ცოდნა იმისა, რომ ტკივილი ისევ მოვა. იყავით გულახდილი მათთან, ვინც გიყვართ, აჩვენეთ თქვენი ტკივილი. ტკივილი ადამიანისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა".
10) ალბუს დამბლდორი ჰარის:
"მეკითხებით როგორ დავიცვათ პატარა ბიჭი საშინელი საფრთხისგან? ეს შეუძლებელია. ჩვენ ვერ დავიცავთ ყველას, ტკივილი მაინც მოვა".
11) ალბუს დამბლდორი ჰარის:
"რა თქმა უნდა მიყვარხარ. მე ვიცოდი, რომ ტკივილს მოგაყენებდი, ყოველთვის როცა მე ვინმე მიყვარს მას გამოუსწორებელ ტკივილს ვაყენებ. არასდროს მყვარებია ისე, რომ ადამიანისთვის ზიანი არ მიმეყენებინა":
12)ალბუს დამბლდორი ჰარის:
"ის რაც ჩვენ გვიყვარს არასდროს იკარგება, ჰარი. სიკვდილი ვერასდროს შეეხება ტკივილს, მოგონებას და სიყვარულს"
და ბოლოს მიუხედავად უამრავი პერსონაჟის გარდაცვალებისა, ახალი წიგნის ფურცლებზე, პოტერჰედების ყველაზე დიდი დანაკარგი, სევერუს სნეიპიც "ცოცხლდება".
13) სევერუს სნეიპი სკორპიუსს (დრაკო მალფოის შვილს)
"უთხარი ალბუსს, უთხარი ალბუსს სევერუსს, რომ მე ამაყი ვარ იმით, რომ ის ჩემს სახელს ატარებს".
ამჯერად სულ ეს იყო, ისტორიის სრულად გასაგებად დაველოდოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელიც წიგნის თარგმანს უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს. მანამ კი ყველას კითხვას: "after all this time?" ტრადიციულად ვუპასუხოთ "Always".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები