ადამიანი, რომელმაც ძაღლები ხოცვა-ჟლეტისგან იხსნა
ფოტო: Animal Hope And Wellness
ძაღლის ხორცის ჭამის ტრადიცია ჩინეთში დაახლოებით 400 წლის წინ შეიქმნა, როგორც ზაფხულის მწველი სიცხისგან თავის არიდების ერთ-ერთ საშუალებად და ის ძირითადად ზაფხულის ბუნიობის ჟამს იწყება. ამ დროს 10 000-დან 15 000-მდე ძაღლს გალიებში ამწყვდევენ, შემდეგ ატყავებენ და მათი ხორცისგან ფესტივალის დამსწრეთათვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეროვნულ კერძს ამზადებენ.
ფოტო: Animal Hope And Wellness
ამ არაჰუმანური და სასტიკი ტრადიციის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი მოსაზრება და ფესტივალი მკაცრად გააკრიტიკა. მათ შორის იყვნენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნული ფაქტის სისასტიკეზე მედიასთან აქტიურად საუბრობდნენ და ტრადიციას აპროტესტებდნენ. თუმცა, ცვლილების მოსახდენად რომელიმე ორგანიზაციის წევრობა აუცილებელი არ არის.
მარკ ჩინგი ამერიკელი აქტივისტია, რომლის მოქმედებებიც შეგვახსენებს იმას, რომ თუ რაიმეს შეცვლა გსურს, აუცილებლად შეცვლი!
ფოტო: Animal Hope And Wellness
მარკი რეგულარულად სტუმრობს ძაღლების სასაკლაოს და ცდილობს მეპატრონეები დაარწმუნოს თავიანთი მოქმედებების სისასტიკეში. წარსულში მან შეძლო ერთ-ერთი ასეთი სასაკლაოს მეპატრონეების დარწმუნება შეძლო. ის ძაღლების გადარჩენის სანაცვლოდ მეპატრონეებს ფულსაც უხდიდა.
„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმეს განა?“
და სწორედ ამ დროს დაიწყო ძაღლების ხოცვის ჩინური დღესასწაული. დღესასწაულამდე რამდენიმე ხნით ადრე მარკმა 1000 გასატყავებლად გამზადებული ძაღლის გალიებიდან დახსნა შეძლო. ცხადია, ეს არც თუ ისე დიდი რიცხვია იმასთან შედარებით, რამდენი ძაღლიც კვდება ფესტივალის სტუმართა სიამოვნებისთვის, მაგრამ დასაწყისისთვის საკმაოდ ეფექტურია.
თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამერიკელ აქტივისტს ხშირად შექმნია პრობლემები თავისი საქმიანობის გამო. მაგალითად, როდესაც ის ქალაქ იულში მიემგზავრებოდა, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარკი რამდენჯერმე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ამას მის მოტივაციასა და ენთუზიაზმზე არ უმოქმედია.
მარკი ხშირად უღებს ფოტოებს მის მიერ გადარჩენილ ძაღლებს და თავის ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
გარდა ამისა, ამერიკელი ახალგაზრდა მოხალისეებსაც ეძებს, მათ ვინც მის საქმიანობაში ჩაერთვება და ძაღლების გადარჩენაში დაეხმარება.
ერთ-ერთი ასეთი აქტივისტი, ჩინელი იანგ იუჰუა იხსენებს:
„ჩვენ იულში იმისთვის ჩამოვედით, რათა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ძაღლები ჩვენი მეგობრები არიან და არ უნდა დახოცონ. ძაღლების უმეტესობა, რომლებსაც ისინი კლავენ, სახლის ცხოველები არიან, მოვლილები და კარგად აღზრდილები“.
აი, რას ამბობს თავად მარკი:
„ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად მოვხვდი ძაღლების სასაკლაოზე. იქამდე ასეთი ადგილი არ მენახა. ირგვლივ ყველაფერი სისხლიანი იყო. პირველად ვნახე როგორ კლავდნენ ცოცხალ არსებას, როგორ აწამებდნენ მათ. თავიდანვე რომ მცოდნოდა რა მელოდა, ალბათ არასდროს მოვიდოდი აქ, თუმცა ასე ხდება, როდესაც შენი თვალით იხილავ ამგვარ სისასტიკეს, ვერ გაჩერდები, აუცილებლად უნდა იმოქმედო. ამის შემდეგ შენს ცხოვრებას უკან იტოვებ და მას ამ საქმიანობას სწირავ“.
ამ არაჩვეულებრივი ადამიანის დახმარება და შესანიშნავ საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანა თქვენც შეგიძლიათ. ამისათვის უნდა შეხვიდეთ მარკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე The Animal Hope & Wellness Foundation, გააზიაროთ მისი სიახლეები და შესწიროთ თანხა, რამდენსაც შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები