ჯონ მაკკეინი: ჰელსინკის პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო
ფოტო: ASSOCIATED PRESS
რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა ტრამპისა და პუტინის ჰელსინკში გამართული პრესკონფერენცია შეაფასა:
"ეს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო ისტორიაში".
მაკკეინის თქმით, პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთიდაიგივე სცენარიდან საუბრობდნენ:
"რთულია განსაზღვრო ის ზიანი, რაც პრეზიდენტ ტერამპის გულუბრყვილობას, ეგოიზმს, სიყალბესა და ავტოკრატების მიმართ გამოხატულ სიმპათიას მოაქვს. ცხადია, ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. პრეზიდენტმა გააკეთა ცნობიერი არჩევანი, რომ დაეცვა ტირანი თავისუფალი პრესის კითხვებისაგან".
რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე ტრამპმა და პუტინმა
16 ივლისს, ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბარი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ძირითადად საუბრობდა თანამშრომლობაზე და ბრალდებებს უარყოფდა. ის საუბრობდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე, ასევე, დაამატა, რომ რუსეთსა და აშშ-ს სხვა სფეროებშიც შეუძლიათ ითანამშრომლონ, მაგალითად, კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა. ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე რატომ უნდა ენდოს აშშ, პუტინმა უპასუხა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება და უნდა დაეყრდნო ფაქტებს.
"მე მინდოდა, რომ ტრამპს მოეგო არჩევნები, რადგან ის ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხით დაიწყო. მან უარი თქვა რუსეთი ჩარევაში დაედანაშაულებინა.
"ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა იმაზე უარესი ვიდრე ახლა, თუმცა ეს შეიცვალა, დაახლოებით, ოთხი საათის წინ. ამის ნამდვილად მჯერა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
კითხვაზე სჯერა თუ არა უფრო მეტად პუტინის განცხადების, ვიდრე ფედერალური ბიუროს მონაცემების, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ უნახავს. კერძოდ კი, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები, რომლებიც, როგორც სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რუსმა ჰაკერებმა გატეხეს. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთქმულების ბრალდებები სამარცხვინოა.
"მე მჯერა ჩემი დაზვერვის სამსახურის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან მტკიცედ უარყოფდა ჩარევის ბრალდებებს", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
ერთ-ერთ საკითხი, რაზე პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთია. ორივე პრეზიდენტი სირიაში წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრობდა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში.
პუტინმა განმარტა, რომ ამერიკელმა და რუსმა სამხედროებმა "კავშირები დაალაგეს" და შეძლეს აეცილებინათ შეტაკებები ხმელეთსა და ჰაერში. მან, ასევე, განაცხადა, რომ მზადაა მიგრაციის კრიზისის მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა და სირიელი ლტოლვილების სახლში დასაბრუნებლად პირობები შექმნას.
Russia Today-ის ჟურნალისტის კითხვაზე, სირიის საკითხზე ვის მხარეს არის ბურთი ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი აჩუქა. ტრამპმა საჩუქარი სიხარულით მიიღო და თქვა, რომ ბურთი მის შვილს გაუხარდებოდა და ბურთი პირველ ლედის, მელანი ტრამპს გადაუგდო.
პრესკონფერენციიდან გამოიკვეთა, რომ ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ყირიმის საკითხზე. როგორც პუტინმა განმარტა, აშშ უარს ამბობს ყირიმის აღიარებაზე, ხოლო რუსეთი მის დაბრუნებას არ აპირებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები