როგორ დავამარცხოთ წარუმატებლობა?
ფოტო: YanLev / Shutterstock
ადამიანები ისე მოგვაწყო კოსმოსმა, რომ ყოველთვის უკეთესობისკენ ვილტვით, გვინდა უკეთესი ცხოვრება, კომფორტი, ჯანმრთელობა, შემოსავალი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ საინტერესოა, რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად? შეიძლება ითქვას, ბევრ რამეს, მაგრამ რაღაც ისე მაინც არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. წარუმატებლობისას ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს, რა დავაკელით ამ საქმეს, არაფერი რომ არ გამოგვივიდაო. სინამდვილეში, მიზეზი შეიძლება ძალიან წვრილმან საკითხებში იყოს, ამიტომ მე გთავაზობთ შვიდ გზას იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ეფექტიანად წარმართოთ.
1. გაიღვიძეთ ჩვეულებრივზე 30 წუთით ადრე
ტუუუმ! ტუუუმ! - გეცნობათ ეს ბგერები? დიახ, სწორად მიხვდით, ეს მაღვიძარის სიგნალია, რომელიც ყოველ დილით ურცხვად გვაღვიძებს! მეც მძულს, მესმის თქვენი, მაგრამ რომ არა ის, ვინ იცის სად იქნებოდა კაცობრიობა. ხო, ვაზვიადებ, მაგრამ მაინც.
ფოტო: Veep / HBO
მაღვიძარა უნიკალური საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი დღე ჩვეულებრივზე ოდნავ ადრე დაიწყოს. გამოიწვიეთ საკუთარი თავი და შეეჯიბრეთ მას, ვნახოთ ვინ აჯობებს. ამ გზით თქვენ საკუთარ თავთან ბრძოლას ისწავლით და გამოიმუშვებთ უნარს, რომ ხანდახან, საქმე, თქვენი სიზარმაცის საწინააღმდეგოდ, საჭიროებისამებრ აკეთოთ.
გარდა ამისა, ღამით უფრო ტკბილად დაგეძინებათ და ნელნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიეჩვევით ადრე გაღვიძებას.
2. შუადღეს მიმართეთ მედიტაციას და შესვენებაზე არ ჩასკდეთ
სულ ოცი წუთის საქმეა, მენდეთ! მედიტაცია არ გულისხმობს ძვირადღირებულ დასვენებებსა და მასაჟისტთან ყოველდღე სიარულს. თქვენ თავად შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს ენერგიის აღდგენაში. კარგია თუ დრო გექნებათ, რომ ცოტა ხნით წაუძინოთ ხოლმე, მაგრამ თუ არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა.
ფოტო: AMC
თქვენ შეგიძლიათ წყნარ ოთახში ჩამოჯდეთ, იქ სადაც ძალიან ცოტა ხალხი იქნება ან თუ საერთოდ არავინ იქნება, უკეთესია. მოუსმინეთ მუსიკას ცოტა ხნით და ღრმად ისუნთქეთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ ენერგიის აღდგენას და საქმეზე უფრო მეტად კონცენტრირებას. სხვა მედიტაციის საშუალებებისთვის მიმართ ძია ან გადმოწერეთ აპლიკაციაHeadSpaceAPP .
გარდა ამისა, ეცადეთ მსუბუქად წაიხემსოთ და ძალიან ბევრი არ ჭამოთ. მაძღარი ადამიანი, მძიმე ადამიანიაო, ნათქვამია (თუ არა?!).
3. ნუ გადაუხვევთ საკუთარ მიზანს. იქონიეთ მოთმინება
ფოტო: NBC
თუ ხართ დიეტაზე ან ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიეთ, მიჰყევით მიზანს ბოლომდე. „დღეს შევჭამ და ხვალიდან დავუბრუნდები“, „ერთი ნაჭერი რას მიზამს“ და მსგავსი წინადადებები დაივიწყეთ. თუ შედეგის მიღება გსურთ, აჯობეთ საკუთარ თავს და გაიმარჯვეთ მასზე. მერწმუნეთ, შედეგის ნახვის შემდეგ საოცრად კმაყოფილი იქნებით, რაც საკუთარი თავის რწმენას გაგიძლიერებთ!
4. ნუ ეძგერებით დიად მიზნებს, ნელ-ნელა მიდით მასთან
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, განდიდების მანიაა. ხშირად შეხვდებით ისეთი ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც პირველივე ნაბიჯზე დიდი აღიარების მოპოვება სურთ. სინამდვილეში, დიდი წარმატება პატარა წარმატებების მოპოვების ხარჯზე მოდის.
ფოტო: giphy
დაისახეთ მიზანი და იარეთ მისკენ სწორად, პატარ-პატარა ნაბიჯებით, რათა ისწავლოთ და მიიღოთ გამოცდილება. ამ შემთხვევაში, თქვენ მართლაც შეძლებთ იმ წარმატების მიღწევას, რომელზეც ოცნებობთ.
5. იფიქრეთ სიკვდილზე უფრო ხშირად, მართლა გეუბნებით.
ფოტო: HBO
სიკვდილი განსჯის ის საგანია, არავის რომ არ აგვცდება. როდის მოგვაკითხავს და მოგვცელავს, არავინ იცის. სწორედ ამიტომ, ხშირად იფიქრეთ იმ საბედისწერო დღეზე, როცა ამ ქვეყნად აღარ იქნებით. ეს დაგეხმარებათ მოტივირებაში, რომ შექმნათ რაიმე ისეთი, რაც თქვენი სიკვდილის მერეც იცოცხლებს. სიკვდილზე ფიქრი მუდამ შეგახსენებთ, რომ დრო მიდის და ამიტომ საჭიროა დროის სწორი ორგანიზება.
6. უკეთ შეარჩიეთ სიტყვები
ფოტო: Sounds of Music
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. შესაძლოა გაუაზრებლად ისეთ ფრაზებს ისროდეთ, რომ ყოველდღიურად კარგავდეთ ადამიანების მოწონებასა და მხარდაჭერას. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს უთხრათ ''დაღლილი ჩანხარო'', ჰკითხეთ ''ყველაფერი რიგზეა? შემიძლია რამეში დაგეხმარო?''. ასეთი მიდგომით თქვენ ყოველთვის მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ.
7. შეიძინეთ ახალი მეგობრები
ფოტო: NBC
ახალი მეგობრების შეძენა აუცილებელია. თუ თქვენს სამეგობრო წრეს გააფართოებთ და ირგვლივ მეტი პოზიტიური და განათლებული ადამიანი გეყოლებათ, დიდი შანსია, რომ თქვენც ბევრს ისწავლით მათგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მეგობრების შეძენა პოზიტიური მოვლენაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები