Flipped Classroom Model - ილიაუნის ბიზნესის სკოლამ ახალი კონცეფცია წარადგინა
17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეფცია ბიზნესის სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ წარადგინა და სკოლის ძირითად ხედვებსა და სტრატეგიებზე ისაუბრა.
ილიაუნის ბიზნესის სკოლამ უარი თქვა კლასიკურ მოდელზე, რაც გულისხმობს აუდიტორიაში სწავლებას და თავიანთ სტუდენტებსა და ლექტორებს შესთავაზა სრულიად ახალი - ე.წ Flipped Classroom Model. "შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი" გულისხმობს ისეთ სწავლებას, როცა სტუდენტი ახალ მასალას აუდიტორიის მიღმა ეცნობა ვიდეოლექციების საშუალებით, ხოლო აუდიტორიაში დარჩენილ დროს უფრო რთული აქტივობების შესასრულებლად იყენებს. მსგავსი მეთოდი ფოკუსირებულია ისეთი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
"ოცდამეერთე საუკუნეში ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად იცვლება, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესის სკოლასაც ეხება. სწორედ ამიტომ აუცილებელია განათლების მოდელის სწორად განსაზღვრა, მიდგომები, რომელიც შარშან და შარშანწინ მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს", - აღნიშნა ბიზნესის სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ.
ილიას ბიზნესის სკოლის ახალი კონცეფცია თავის სტუდენტებს სთავაზობს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კონტენტს, რომელსაც ისინი ვიდეოლექციების სახით შეისწავლიან მათთვის სასურველ ადგილას იქნება ეს სახლში, გზაში თუ სამსახურში. რაც შეეხება აუდიტორიას, ის გადაიქცევა ადგილად, სადაც სტუდენტები უშუალოდ პრაქტიკულ მიდგომებსა და ცოდნას განიხილავენ ბიზნესის სკოლის წამყვან პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად.
"ჩვენ არ გვჭირდება სახელმძღვანელოების თავების მოყოლა სტუდენტებისთვის, ჩვენ გვჭირდება საუბარი სტუდენტებთან იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მონეტიზაცია იუთუბზე და როგორ ხდება გუგლის გენერირება. ჩვენ გვჭირდება აუდიტორიაში დავაბრუნოთ რეალური ცხოვრება. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ ჩვენ დავკარგავთ სტუდენტის ყურადღებას და დავკარგავთ სტუდენტს აუდიტორიაში. ეს არის ის თამასა, რისი შექმნაც მე და ჩემს გუნდს გვსურს", - განაცხადა ქადაგიძემ.
ვიდეოლექციების პრაქტიკა გავრცელდება ბიზნესის სკოლის მიერ წარმოდგენილ თითქმის ყველა საგანზე დაწყებული ბიზნესის საფუძვლებით და დამთავრებული მიკროეკონომიკით.
თავდაპირველად ილიაუნის ბიზნესის სკოლამ გაუშვა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტენფორდის უნივერსიტეტმა მისცა მათ მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის კონტენტის გამოყენების უფლება. ეროვნული ბანკის დახმარებით ილიაუნმა გადათარგმნა ეს ვიდეოლექციები და ხელმისაწვდომი გახდა ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის.
ვიდეოლექციების დანერგვის პრაქტიკასთან ერთად ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა ისაუბრა საგამოცდო ცენტრის შესახებ. მისი თქმით, საგამოცდო ცენტრს აქვს ორი უპირატესობა: პირველ რიგში ის დააშორებს ლექტორსა და სტუდენტს ერთმანეთისგან შეფასებისა და გამოცდის ჩატარების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ გაათანაბრებს და მნიშვნელოვან სტატისტიკას მისცემს მათ აკადემიურ მოსწრებასთან, შეფასებებთან და სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად სასწავლო პროცესს მნიშვნელოვნად აიყვანს უფრო მაღალ დონეზე.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სრულიად განახლებული ახალი მიდგომებით, ახალი მეთოდებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი სასწავლო პროცესი იქნება ახალი სტანდარტის დამამკვიდრებელი არა მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში, არამედ, საბოლოო ჯამში, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში", - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.
ილიაუნის ბიზნესის სკოლა ყველაზე დიდი ბიზნესსკოლაა საქართველოში, რომელიც 12 წელია ფუნქციონირებს. მათი მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადონ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა სექტორში წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები