ტერაბანკის მხარდაჭერით, Women Techmakers-ის მონაწილე მასაჩუსეტსის ინსტიტუტში მიემგზავრება
ტერაბანკი ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდაჭერას აგრძელებს. ყოველწლიური გლობალური ღონისძიების, Women Techmakers-ის ერთ-ერთი მონაწილე, მეთერთმეტე კლასელი მარიამ ლომთაძე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მეწარმეებისთვის განკუთვნილ, საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა LaunchX-ს გაივლის.
მარიამ ლომთაძემ ერთთვიან პროგრამაზე გრანტის მოსაპოვებლად საკმაოდ რთულ კონკურსში გაიმარჯვა. წარმატებული შედეგებით იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მოხვდა, სადაც კონკურენცია ყველაზე მაღალი იყო. პროგრამის 80 მონაწილეს შორის საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი წელს სწორედ მარიამი იქნება. ტერაბანკის მის საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად დაფარავს.
"ამ პროგრამაში მონაწილეობით იმ განათლების მიღების საშუალება მეძლევა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ეს არის შესაძლებლობა, შევხვდე უამრავ საინტერესო ადამიანს, გავიზიარო მათი გამოცდილება და მოვისმინო ბევრი სასარგებლო რჩევა. მიღებული ცოდნის სწორად გამოყენება კი ჩემი სტარტაპების განვითარებასა და სწავლის გაგრძელებაში დამეხმარება. ამავდროულად, ძალიან მინდა, ეს ცოდნა ჩემ ირგვლივ მყოფებსაც გავუზიარო და საქართველოში სტარტაპერი გოგოების რაოდენობის გაზრდას ხელი შევუწყო. ტერაბანკი ოცნების ახდენაში დამეხმარა. ვაფასებ მხარდაჭერას, რომელსაც მისი გუნდი არა მარტო ჩემ მიმართ, არამედ ზოგადად ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მიმართ იჩენს“, - ამბობს მარიამ ლომთაძე.
LaunchX-ის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი. მის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს მასაჩუსეტსის, ჰარვარდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების ლექტორები უკითხავენ. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფასა და სტარტაპის წამოწყებას მოიაზრებს. ჯგუფის წევრებმა ინოვაციური იდეის მოფიქრების შემდეგ ინვესტორი უნდა მოძებნონ, პროტოტიპი შექმნან და ბოლოს პრეზენტაციაც ჩაატარონ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა უმეტესობა პროექტის დასრულების შემდეგ სტარტაპზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
მარიამისა და ტერაბანკის დაკავშირება მიმდინარე წელს, საერთაშორისო პროექტის, Women Techmakers-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც საქართველოში 11-13 მაისს, თბილისის Google-ის დეველოპერების ორგანიზებითა და ტერაბანკის პარტნიორობით ჩატარდა. მარიამი ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო. Women Techmakers კომპანია Google-ის მიერ წამოწყებული გლობალური ინიციატივაა. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით STEM სფეროში ქალებისა და გოგოების ჩართულობას, მათი მონაწილეობის წახალისებას, წარმატებული მაგალითების ჩვენებას, ქალ და კაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციას, რესურსების გაზიარებასა და თანამშრომლობას ისახავს მიზნად. საქართველოში იგი პირველად 2013 წელს გაიმართა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება. ინიციატივის პარტნიორთა სიას ტერაბანკი წელს პირველად შეურთდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები