ცუკერბერგმა ჰოლოკოსტის უარმყოფელი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება დაიცვა
ფოტო: Frederic Legrand - COMEO / Shutterstock
18 ივლისს Recode-თან ინტერვიუში ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის რეპორტ-პოლიტიკაზე დაწვრილებით ისაუბრა და შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა.
ჟურნალისტმა სცადა გაერკვია, სად ავლებს ზღვარს ინტერნეტ-გიგანტი ყალბ სიახლესა და სუბიექტურ პოზიციას შორის.
2017 წლის აპრილში გამოცემა Infowars-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ალექს ჯოუნსი სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც 20 ბავშვი და 6 ზრდასრული ემსხვერპლა, დადგმულს უწოდებდა.
ინტერვიუერმა მარკ ცუკერბერგს ჰკითხა, რატომ არ წაიშალა ფეისბუქიდან Infowars-ის გვერდი, რომელსაც იმ მომენტში 900 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა:
"სენდი ჰუკი არ მომხდარა" განხილვის საგანიც კი არ შეიძლება იყოს. ეს სიცრუეა. შეგიძლიათ, რომ ბოლოს და ბოლოს, წაშალოთ თქვენი პლატფორმიდან ეს ინფორმაცია?", - იკითხა კარა სვიშერმა.
"მე გეთანხმებით, რომ ეს ტყუილია. ვფიქრობ, რომ ამ ტრაგედიის მოწმესთან მისვლა და იმის თქმა, რომ ცრუობს - შეურაცხყოფაა. ამას აუცილებლად წავშლიდით, მაგრამ მინდა, უკეთ აგიხსნათ.
როგორც იცით, მე ებრაელი ვარ და არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უარყოფს, რომ ჰოლოკოსტი მოხდა. ჩემთვის ეს საშინლად შეურაცხმყოფელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი პლატფორმა არ წაშლიდა პოსტს, რომელსაც ჰოლოკოსტის სინამდვილეში ეჭვი შეაქვს. განსხვავებული მოვლენები ადამიანებს განსხვავებულად ესმით. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი განზრახ ამბობენ ასე. ხანდახან ძალიან რთულია ჩვენი მომხმარებლების სიტყვებს მიღმა მათი მიზნების დანახვა, მაგრამ ფეისბუქი იმ შემთხვევაშიც კი აძლევს ადამიანებს თავისუფლებას, როცა მათ სხვები არ ეთანხმებიან ან მათი აზრი შეურაცხმყოფლად მიაჩნიათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს ნიუსფიდებში ყალბი სიახლეები თუ კონსპირაციული თეორიები მინიმუმამდე დავიყვანოთ", - თქვა მარკ ცუკერბერგმა.
მოგვიანებით ფეისბუქის დამფუძნებელს საკუთარი სიტყვების დამატებით განმარტებაც მოუხდა:
"ჩვენი ბრძოლა ყალბ სიახლეებთან არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქსელში ამიერიდან მხოლოდ უტყუარ ფაქტებს წაიკითხავთ. ვცდილობთ, შევაჩეროთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც ფაქტების შემმოწმებლები სიყალბედ მონიშნავენ. თუ პოსტი ძალადობის ან სიძულვილისკენ მოუწოდებს მომხმარებლებს, ის აუცილებლად წაიშლება, სხვა შემთხვევაში კი ვეცდებით, გავრცელება შევუზღუდოთ. შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი კარგი სიტყვების სიმრავლეა".
როგორც ხვდებით, ფეისბუქი თავისთავად იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია მცდარია ან გადამოწმებას საჭიროებს, წესების დარღვევად არ აღიქვამს.
იმავეს ადასტურებს ჯონ ჰეჯმენიც, რომელიც News Feed-ის აღმასრულებელი დირექტორია:
"ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ფეისბუქი იყოს ადგილი, სადაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს ხმა აქვთ და განსხვავებულ გამოცემებს საკითხის საკუთარი ხედვა გააჩნიათ".
ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა 12-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Facing Facts გამოუშვა, რომელშიც ყალბ ნიუსებთან დაკავშირებით კომპანიის პოლიტიკა დეტალურადაა განხილული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები