უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გასატანად თსუ-ს მაუწყებლობის დაწყება სურს
ფოტო: თსუ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო ტელევიზიის შექმნის ინიციატივა აქვს და ამ უფლების მოსაპოვებლად მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განსახილველად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეგზავნა.
თსუ-ის მიერ წარდგენილ საკანონდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ საუნივერსიტეტო ტელევიზია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:
- პოპულარიზაციას გაუწევს უნივერსიტეტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
- საზოგადოებას გააცნობს იმ სამეცნიერო მიღწევებს, რომელსაც თსუ-ის მეცნიერები და მკვლევარები ახორციელებენ;
- პოპულარულ ენაზე გააცნობს საზოგადოებას გამოყენებით სამეცნიერო პროექტებს, წარმატებულ და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო აქტივობებს;
- შეძლებს უნივერსიტეტის პროფესორთა ექსპერტული ხედვების პოპულარიზაციას, მეცნიერებისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოებას;
- მოხდება პროფესორების საჯარო ლექციების ტრანსლირება;
- მეტი ინფორმაცია უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობაზე.
ინიციატივის ავტორების თქმით, ტელევიზია დაეყრდნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებისა თუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტების მიერ მომზადებულ მასალებს და ხელს შეუწყობს სხვა ფაკულტეტების სტუდენტების ჩართულობას.
იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ტელევიზიის შექმნის უფლება ჰქონდეს საჭიროა ცვლილება განხორციელდეს მაუწყებლობის შესახებ კანონსა და ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში.
ინიციატივის მიხედვით, ტელევიზიას რამდენიმე მიზანი ექნება, მათ შორის საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით "უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მრავალფეროვან თემატურ სპექტრს მოიცავს". ასევე ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და კოლეჯის სტუდენტების გადამზადებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ტელევიზიის ერთ-ერთ მისიად აღნიშნული იყო "უნივერსიტეტისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოება", რაც შეიცავდა უზუსტობას და შეცვალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები