ჰელსინკიში წარუმატებლობის შემდეგ ტრამპი აპირებს, პუტინი ვაშინგტონში მიიწვიოს
ფოტო: Evan Vucci / Associated Press
თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში ამ წლის შემოდგომაზე მიიწვიოს.
"ჰელსინკიში [პრეზიდენტმა] ორივე ქვეყნის უშიშროების საბჭოების წარმომადგენლების მუდმივი სამუშაო დიალოგი შეათანხმა. პრეზიდენტმა ტრამპმა სთხოვა ჯონ ბოლტონს პუტინი ვაშინგტონში შემოდგომაზე მოეწვია, ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწყეს", - დაწერა სარა სანდერსმა.
როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, პრეზიდენტის რანგში ვლადიმერ პუტინი აშშ-ში შვიდჯერ არის ნამყოფი და აქედან მხოლოდ სამჯერ ოფიციალური ვიზიტით. ბოლოს ის იყო 2007 წელს, როდესაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს შეხვდა.
16 ივლისს ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა პირისპირ ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს და შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. დონალდ ტრამპის ზედმეტად რბილმა ტონმა და ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიმართ მისმა უნდობლობამ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების იმედგაცრუება გამოიწვია.
დონალდ ტრამპმა ჰელსინკის შეხვედრის დროს თავდაპირველად განაცხადა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს, რატომ შეიძლება რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. მოგვიანებით კი ამერიკაში დაბრუნებისას თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და საპირისპიროს გულისხმობდა: კერძოდ კი, ფრაზას - "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ ჩაერეოდა რუსეთი არჩევნებში".
CBS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი არჩევნებში ჩარევაზე, პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, არის. როგორც მე ვარ ამ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი, ისევე არის პუტინიც რუსეთთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის ლიდერს, სწორედ მას ვაკისრებ პასუხისმგებლობას".
ეს პირველი შემთხვევაა, როცა დონალდ ტრამპმა ღიად დაადასტურა აშშ-ის საარჩევნო პროცესში რუსეთის კვალის არსებობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები