ფაქტორები, რომლებიც ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ უბიძგებს
ფოტო: Frank Röhrig Photography
სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა.
ბავშვების ქუჩებში საცხოვრებლად და სამუშაოდ გასვლის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია:
- მშობლების სიღარიბე და ბავშვების ჩართვა საქმიანობაში მშობლების დახმარების მიზნით, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სიტუაციები, როცა ბავშვი შრომობს ან მშობლის მიმართ მოვალეობის დიდი გრძნობის გამო, ან იმიტომ, რომ ბავშვის მხრიდან შრომას მოითხოვენ ნათესავები;
- მშობლების იძულებითი მიგრაცია და აქედან გამომდინარე ცხოვრების გამოწვევები, რასაც შედეგად მოაქვს სირთულეები ბავშვების რჩენაში;
- მშობლის გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, რასაც მოჰყვება ბავშვის მიტოვება ან უგულებელყოფა და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროება;
- ოჯახში ძალადობა – ფიზიკური ან ფსიქოლოგიური – რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს;
- მკაცრი დისციპლინა – ანუ ბავშვთა სოციალური კავშირების კატეგორიული შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი წესები – სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახებში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან;
- ურთიერთობა ბავშვებსა და მოზარდებს შორის, რის გამოც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ახალგაზრდებთან ურთიერთობას.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს, უბიძგებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ, დაკავშირებულია შავი ზღვის ტურისტულ კურორტებზე საარსებო საშუალებათა მოპოვების შესაძლებლობებთან.
კვლევის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს. ეს ეხება როგორც ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვებს, ასევე ქუჩაში მშობლის გარეშე მყოფ ბევრ ბავშვს. სეზონური მიგრაციის ნაწილი დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სეზონებთან, ვინაიდან აზერბაიჯანში ზოგიერთი მობილური ოჯახი მონაწილეობას იღებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში.
თუმცა მიგრანტები უმეტესწილად კვალდაკვალ მიჰყვებიან ტურისტების ნაკადებს, რომლებსაც ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სხვა კურორტებზე "მოჰყავთ" არამარტო აზერბაიჯანული ოჯახები, არამედ საქართველოს ქუჩის ოჯახები და ქუჩაში მშობლების გარეშე მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები.
განსხვავებები საქართველოს და აზერბაიჯანის სოციალური დახმარების პროგრამებს შორის და განსხვავებული სამართლებრივი ჩარჩოები იწვევს ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაციას საქართველოში.
კვლევის მიხედვით, მიგრაციას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:
-
ვალუტის გაუფასურების გამო აზერბაიჯანის ეკონომიკური პირობები გაუარესდა, რამაც უმუშევრობა გამოიწვია;
-
ქუჩაში მუშაობასა და მათხოვრობაზე აზერბაიჯანში მკაცრი წესები მოქმედებს, ხოლო საქართველოში თანაგრძნობაა ქუჩაში მომუშავე ადამიანებსა და მათხოვრებზე;
-
ეკონომიკური მოგება, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის იმპორტის შედეგია.
ამავე თემაზე:
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები